ფორმულა 1-ის ლეგენდა მიხაილ შუმახერის ჯანმრთელობის მდგომარეობა უკეთესია, – ამის შესახებ უცხოური მედია ალაპარაკდა.
49 წლის გერმანელი ავტომრბოლელი 2013 წლის უბედური შემთხვევის შემდეგ კომაშია. როგორც გამოცემა „Daily Mail“ იუწყება, შუმახერი საწოლს აღარ არის მიჯაჭვული. თუმცა, მას კვლავ უტარდება თერაპიული მკურნალობა და სპეციალური მოვლის ქვეშ არის, რაც ოჯახს კვირაში 50 ათასი ფუნტი სტერლინგი უჯდება.
როგორც ცნობილია, შუმახერი შვეიცარიაში, ჟენევის ტბის მახლობლად იმყოფება.
ასევე, გამოცემა ირწმუნება, რომ შესაძლოა ის აშშ-ის ქალაქ დალასში მდებარე კლინიკაში გადაიყვანონ, სადაც ტვინის დაზიანებებს მკურნალობენ.
კლინიკის დირექტორი მარკ ვეკსი გერმანულ მედიასთან აცხადებს, რომ მის კლინიკას დიდი გამოცდილება აქვს მსგავსი ტრავმების მკურნალობის კუთხით. ხოლო ევროპაში არ მოიძებნება საავადმყოფო ასეთი მდიდარი გამოცდილებით.
მიხაელ შუმახერი 3 იანვარს 50 წლის გახდება.
სხვა სიახლეები