სლავური ჰოროსკოპი – ველესი (კოლადა ) 22ივნისი /22 ივლისი

ამ პერიოდში დაბადებულები მძაფრი ინტუიციით, ჰიპერ-მგრძნობელობით და გადამეტებული სენსიტიურობით გამოირჩევიან. ბევრი მათგანი წარმატებას აღწევს ფსიქოლოგიისა და რელიგიის კუთხით, სწორედ ამ განსაკუთრებული უნარების გამო. თუმცა ამ ადამიანებს შორის ასევე ბევრი გვხვდება ალკოჰოლდამოკიდებული და ნარკომანიც. კოლადას შვილები, სამყაროს განსხვავებულად აღიქვამენ, ხშირად არიან დაჯილდოებულნი მხატვრის ან მსახიობის მონაცემებით, თუმცა თანდაყოლილი სიმორცხვე უშლით ხელს ნიჭის რეალიზებაში.
სიყვარულში მათთვის ფაქტობრივად არ არსებობს მიუწვდომელი პარტნიორი და ობიექტი, ისინი გამოირჩევიან მაგნეტიზმით და სექსუალურობით, რის ხარჯზეც მარტივად ახერხებენ სასურველი ობიექტის მხრიდან სიმპათიის დამსახურებას. უფრო მეტიც, იწვევენ მათში გასაოცარ ემოციურ მიჯაჭვულობას. კოლადები ოჯახის, კერის, გვარის და ტრადიციების დიდი თაყვანისმცემლები არიან. მათ უმრავლესობას გააჩნია ზრუნვის და მფარველობის ნიჭი მრავალრიცხოვანი ნათესაობის მიმართ.
ბევრი მათგანი ასევე ახერხებს, წარსულის და აწმყოს სწორად სინთეზირებას, რაც იმაში ვლინდება, რომ წინაპრებისგან დანატოვარ ნიჭს და შესაძლებლობებს ახლებურ სახეს აძლევს. ხშირად ეს წამლების დამზადება, უძველესი რეცეპტები ან მკურნალობის მეთოდები შეიძლება იყოს.

კომენტარები

სხვა სიახლეები