ქართველ მსახიობს “ჯეიმს ბონდის” მორიგ სერიაში იღებენ

2011 წლიდან მსახიობი ლაშა ოყრეშიძე შოტლანდიაში ცხოვრობს. 2010 წელს მონაწილეობდა რუსთაველის თეატრში, ბრიტანელი რეჟისორის ალეკი ბლაითის სპექტაკლში “ვგავართ ჩვენ ახლა ლტლოვლილებს?”.

ამ დადგმამ წარმატებით მოიარა ედინბურგის ფესტივალი და თბილისში სამი პრიზით დაბრუნდა. “რეიტიგმა” მსახიობს ინგლისში მიაკვლია და მისი ბედით დაინტერესდა.
როგორც გამოცემასთან ინტერვიუში მსახიობი აცხადებს, მეუღლის წყალობით, რომელიც თეატრის პროდიუსერი და რეჟისორია, “სწორ” ხალხში მოხვდა.
“ჯეიმს ბონდის” ახალ სერიაში კასტინგზე ჩემი მეგობრის დახმარებით მივედი. წინასწარ მომზადებული ტექსტი არ მქონია, მაგრამ ათას რამეზე ვილაპარაკეთ. მათ შორის პოლიტიკაზე. წამოვედი და მერე დამირეკეს, დღემდე არ ვიცი, რა როლზე ვუნდივარ. ყველაფერი ძალიან გასაიდუმლოებულია. ხელი მომაწერინეს საბუთებზე და ფიცი დამადებინეს, რომ საიდუმლოს არ გავთქვამ, მაგრამ რა უნდა გავთქვა, რაც არ ვიცი-მეთქი ვუთხარი სიცილით. “ცვეტში” კუკუს დამაძახებინებენ, სადღაც ვიდგები და მექნება “დაკერილი როჟა”, ვითომ მაგარი ბიჭი ვარ. ბონდი ისევ დენიელ კრეიგია და მთლიანობაში მაგარი “სასტავი” მონაწილეობს. ჩემი გადაღება თებერვლის შუა რიცხვებში დანიშნეს”, – აცხადებს მსახიობი.

წყარო: რეიტინგი

კომენტარები

სხვა სიახლეები