23 წლის ქართველი ემიგრანტი, სავარაუდოდ, ტელეფონის დამტენის შნურით არის მოკლული

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი 23 წლის სოფო წიკლაური საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც “პრაიმტაიმისთვის” ცნობილი გახდა, ექსპერტების პირველადი ინფორმაციით, სოფო წიკლაური მოკლულია. გოგონას ორი თვის შვილი დარჩა, რომელიც ამ დროისთვის ათენის ერთ-ერთ ბავშვთა საავადმყოფოშია გადაყვანილი.
“სანამ გამოძიება არ დამთავრდება, წინასწარ არავინ არაფერს არ ამბობს. მაგრამ ქართველმა ემიგრანტამ გოგონებმა ექსპერტისგან პირველადი ინფორმაცია მოისმინეს – გოგონა მოკლულია. ტელეფონის დამტენის შნურით არის დამხვრჩვალი. სოფო მარტო ცხოვრობდა საკუთარ შვილთან ერთად. ჰყავს მეუღლე, რომელიც საბერძნეთში ქურდობისთვის არის დაკავებული. რამდენადაც ვიცი, ათენში ცხოვრობს გარდაცვილილი გოგონას დედაც, თუმცა სოფოს დედასთან კონტაქტი არ ჰქონდა. სოფო რამდენჯერმე მყავდა ნანახი. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უჭირდა, ის გიჟი დედა იყო, შვილს სულ თვალებში შესციცინებდა და თავს არ მოიკლავდა”, – განუცხადა “პრაიმტაიმს” ქართველმა ემიგრანტმა.
წყარო: https://www.primetime.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები