ვერძი:
არ ვიცი როგორ მოახერხეთ ამ საყვარელი ქმნილების გაბრაზება, მაგრამ თუ მაინც მოახერხეთ,
ის მაშინვე გაპატიებთ! ორჯერ კარზე გარტყმევინებთ თავს, ორჯერ კი რელსებზე დაგაგდებთ.
ვერძები ძალიან არიან გრძნობებზე დამოკიდებულები. ხშირად ვარდებიან აფექტურ მდგომარეობაში,
თუმცა მალევე ცხრებიან. ისინი ბოროტები არ არიან… შესაძლოა შემდეგ ინანონ კიდეც თავიანთი
საქციელი და მოვიდნენ საავადმყოფოში ხილით და ყვავილებით…
ან მარტო ყვავილებით…
სასაფლაოზე….
კურო:
კუროს გაბრაზება ნამდვილად არ ღირს. არა, ის მაშინვე არ აღმართავს თავის რქებს თქვენს
წინააღმდეგ… თავიდან ისინი უბრალოდ განაწყენდებიან. წაგიკითხავენ მონოლოგს სათაურით
„როგორი ცუდია – გააბრაზო პატარა და რა თქმა უნდა ძალიან საყვარელი კურო“. თქვენ კი
ზიხართ და უსმენთ, როგორ იხსენებს კურო თქვენს ჩადენილ სასირცხვილო საქმეებს, რომელთა
შესახებ ისტორიასაც კი აღარ ახსოვს.ამ ყველაფრის მერე ისინი გირქენენ, როგორც მატადორს…
და გაქცევას აზრი არ აქვს.
ტყუპები:
მათთან ჩხუბი თქვენთვის შეიძლება სრულიად შემთხვევით და მოულოდნელად მოხდეს. თუმცა,
ეს მათთვისაც მოულოდნელი იქნება. ეს ჩხუბი ისე საინტერესოდ და უცებ ვითარდება, რომ
თქვენ თავის გამართლებასაც ვერ მოასწრებთ… ისინი უბრალოდ ჩაგძირავენ ტალახში, შემდეგ
კი უბრალოდ დაგივიწყებენ.
კირჩხიბი:
ხირჩხიბის განაწყენება ძალიან ადვილია, რადგან ძალიან რთულად აღიქვამენ გარე სამყაროს.
გაბრაზებული კირჩხიბი შურისმაძიებელია, მაგრამ მაინც სენტიმენტალური… მათ შეიძლება
მიგიტევონ კიდეც, ოღონდ პატიება უნდა ითხოვოთ გულწრფელად და არ უნდა დაგავიწყდეთ გამოხატოთ
მისდამი სიყვარული. მაგრამ თუ კირჩხიბი გადაწყვეტს შურისძიებას, მას ვერ შეაჩერებთ.
ლომი:
ალბათ თქვენ ვერ დააფასეთ ლომი. მათ კი უყვართ
აუდიტორიის მთელი ყურადღების საკუთარი თავისკენ მიმართვა. აი, ამიტომაც გაგიბრაზდათ.
რა თქმა უნდა, შეუძლიათ საერთოდაც იგნორი გაგიკეთონ, როგორც უღირსს და შეუძლიათ დაგიღრიალონ,
როგორც ნამდვილმა ლომებმა, რითაც გამოიწვიონ სერიოზული უსიამოვნებები. ნუ დაგავიწყდებათ,
რომ ლომი, რომელიც გააბრაზეთ, შეიძლება უზომოდ გავლენიანი იყოს. ხოტბა შეასხით მათ.
დამიჯერეთ, ისინი ამას ისედაც იმსახურებენ… ამის შემდეგ თქვენ შეიძლება გადარჩეთ
და უფრო მეტიც, ლომის მფარველობის ქვეშაც მოექცეთ.
ქალწული:
რაა? თქვენ გააბრაზეთ ქალწული? შეგიძლიათ ახლავე დაიწყოთ ანდერძის წერა. ქალწულის გაბრაზებამდე
მიყვანა, ფაქტობრივად შეუძლებელი. ისინი ნამდვილად არ არიან ბრაზიანები. თქვენ წარმოიდგინეთ
გაბრაზებას გულშიც კი არ იდებენ. მათ შეუძლიათ მაშინვე დაივიწყონ წყენა, მაგრამ თუ
ის ძალიან გააბრაზეთ, მაშინვე მოხვდებით შავ სიაში… შურისძიება იქნება გრანდიოზული,
დახვეწილი და მტანჯველი… და მერწმუნეთ, თქვენ ვერ დაუმტკიცებთ ქალწულს, რომ დამნაშავე
არ ხართ. შურისძიება ქალწულისთვის არც ისე მნიშვნელოვანია, უბრალოდ ისევე როგორც ყველაფრის
კეთება, შურისძიებაც ხარისხიანი უნდა იყოს მათთვის.
სასწორი:
სასწორები არ არიან შურისმაძიებლები. შეიძლება ჩავთვალოთ, რომ არც იციან ამის კეთება.
სამაგიეროდ განაწყენება იციან, როგორც ბავშვებმა და უყვართ სკანდალების მოწყობა. ასევე
შეუძლიათ წარმატებით დაუკრან დამნაშავის ნერვებზე, იმის მტკიცებით, თუ როგორი ცუდი
ადამიანია გამნაწყენებელი. სხვათა შორიც, საზოგადოებასაც გააგებინებენ როგორი „ცუდი
ადამიანიც“ ბრძანდებით. პრინციპში, ჭორები ყველაზე საშინელი შურისძიებაა, რაც კი შეიძლება
ამ ზოდიაქოს ნიშნისგან მიიღოთ. როგორ უნდა შემოირიგოთ? უბრალოდ მიდით და მოუბოდიშეთ.
სასწორი მაშინვე გაპატიებთ, რადგან ვერ იტანენ ვინმესთან ნაჩხუბრები რომ არიან… ჩხუბისა
და დაძაბულობისგან მათი ჰარმონიულობა ირღვევა, ეს კი ყველაზე დიდი კოშმარია სასწორისთვის.
მორიელი:
თანაგიგრძნობთ…ანდერძის დაწერასაც ვერ მოასწრებთ. ვიზიარებ თქვენი ახლობლების მწუხარებას.
ისინი არასდროს გაპატიებენ და შურს იძიებენ ისეთი ვნებით და აზარტულობით, რომ თავ-ბედს
დაიწყევლით. ღრიანკალი ყველანაირ გაბრაზებას გულში იდებს. მათი გაბრაზება უადვილესია,
როგორც ყველა წყლის ნიშნის. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები ყველაზე ხშირად ცდილობენ პრობლემის
გადაწყვეტას მუშტებით. ხანდახან მათ არ სურთ ფიზიკურად გაგისწორდეთ, ამ შემთხვევაში
პროფესიონალ მკვლელს დაიქირავებს და გამოგიგზავნით. მორიელი აპატიებს მხოლოდ უახლოეს
ან უსაყვარლეს ადამიანს… და აპატიებს აბსოლიტურად ყველაფერს.
მშვილდოსანი:
მათი გაბრაზება რთულია. მშვილდოსნები პაცეფისტები არიან, მაგრამ მაინც რჩებიან ცეცხლის
ნიშნის ქვეშ დაბადებულებად და თუ თქვენზე გაბრაზდნენ, ელოდეთ სკანდალს. მშვილდოსნის
გაბრაზებას, ჯობია მორიელი გააბრაზოთ. ისინი გაგისწორდებიან მორალურად! თანაც ისე დატვირთავენ
თქვენს გონებას, თვითონვე წახვალთ და ჩამოიხრჩობთ თავს. მაგრამ მათგანაც შეგიძლიათ
მიიღოთ შენდობა. უბრალოდ გააკეთეთ ის, რასაც მშვილდოსანი თქვენგან ელოდება.
თხის რქა:
თხის რქა შეიძლება გააბრაზო, მაგრამ ეს რთულია. ხშირად უთანხმოება შეიძლება მოხდეს
სამსახურის გამო, ან იმის გამო, რომ ხელი შეუშალეთ საქმეებში. ნებისმიერ ხელის შემშლელ
ქმედებას თუ „ნივთს“ თხის რქა საქმიანი სახით, დაუნდობლად მოიშორებს. არც ეცადოთ გააკრიტიკოთ
ის… თუ მაინც დაუშვით ეს შეცდომა, ეცადეთ დაარწმუნოთ, რომ ამას აკეთებდით მხოლოდ
მისთვის… რომ ის საოცრებაა, სრულყოფილება და მისი შემყურე ლამისაა ნირვანას მიაღწევთ.
ის დააფასებს თქვენს მზრუნველობას და გაპატიებთ… ოდესმე.
მერწყული:
მერწყულის გაბრაზება შეიძლება იმით, რომ არ მიიღოთ მათი იდეები. განაწყენებული მერწყული,
თქვენ უბრალოდ მიგატოვებთ, ისე, რომ სკანდალსაც არ მოგიწყობთ. ის მაშინვე დაასკვნის,
რომ თქვენ – სრული არარაობა ხართ და თქვენი გონებრივი შესაძლებლობები ახლოსაც ვერ მივა
მის იდეებთან. ის წავა ხალხთან, რომელთაც მისი გენიალური იდეები ესმით და არ არიან
ისეთი სნობები, როგორიც თქვენ ხართ. იპოვეთ მერწყული და პატიება სთხოვეთ, რადგან მათი
იდეები შეიძლება უცნაურია, მაგრამ აუცილებლად გამოგადგებათ.
თევზები:
თქვენ გააბრაზეთ თევზები? შეხედეთ მათ!!! ნახეთ, როგორ იტანჯებიან თქვენს გამო! არც
კი გრცხვენიათ! თქვენ ხართ მონსტრი! ისინი უკვე მზად არიან ყველაფერი გაპატიონ… ნუ,
შეიძლება მეტწილად ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხვდებიან, დიდხნიანი გაბრაზების შედეგად
ნაოჭები გაუჩნდებათ. პატიების შემდეგ კი თქვენ გამოგიყვანენ როგორც ნაძირალას, საკუთარ
თავს კი ანგელოზად წარმოაჩენენ. გულის სიღრმეში კი ძალიანაც კმაყოფილები იქნებიან.
სხვათა შორის, ძალიან გაბრაზბული თევზები ნამდვილი შურისმაძიებლები არიან.. მაშინვე
გაგივრცელებენ უსაზიზღრეს ჭორებს.