“ტაუ-ტონა” ყველაზე დიდი მაღარო მსოფლიოში

მსოფლიოში ყველაზე დიდი და ღრმა მაღარო, სადაც ოქროს საბადოა, სამხრეთ აფრიკაში მდებარეობს. ის დედამიწის ზედაპირიდან 5000 მეტრის სიღრმეშია. მაღაროს “ტაუ-ტონას” უწოდებენ (ითარგმნება, როგორც “ოქროს ლომი”). ცნობილია, რომ აქ მოპოვებულ ლითონს ოქროს ყველაზე მაღალი შემცველობა აქვს (1 ტონაზე 9 გრამი).
ეს უზარმაზარი კომპლექსი იოჰანესბურგიდან რამდენიმე ათეულ კილომეტრში მდებარეობს.
მაღაროში, სადაც საშუალო ტემპერატურა 45-52 გრადუსია, 35 ათასზე მეტი ადამიანი მუშაობს. მაღაროელებს დაბალი ხელფასი და მძიმე სამუშაო პირობები აქვთ – აქ შრომითი უსაფრთხოების ნორმები სრულიად დაუცველია. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოს შესრულებისას წელიწადში აქ საშუალოდ 7 მაღაროელი იღუპება.
ცნობილია, რომ მსოფლიოში არსებული საბადოებიდან მოპოვებული ოქროს 50%-მდე სწორედ “ტაუ-ტონას” მაღაროზე მოდის.

კომენტარები

სხვა სიახლეები