დღეს მსოფლიოში მოხალისეთა საერთაშორისო დღე აღინიშნება.
თბილისის ზოოპარის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მოხალისეები ზოოპარკსაც ჰყავს.
ისინი გარკვეული პერიოდულობით დადიან ზოოპარკში და ცხოველების მოვლაში მონაწილეობას იღებენ. “მოხალისეები ჩვენც გვყავს. ძალიან ბეჯითი და მონდომებული ადამიანები, ხშირად ჰგონიათ, რომ მოხალისეობა მხოლოდ საყვარელი ბოკვრების მოფერება და მათთან თამაშია. რეალურად კი, მოხალისეები აქტიურად არიან ჩართულნი როგორც ვოლიერების რეცხვა-დალაგებაში, ისე ჩვენი ბინადრებისთვის საკვების მომზადებასა და განაწილებაში. ცხადია, ბონუსად ცხოველებსაც ეფერებიან და ეთამაშებიან. ამის გარეშე ზოოპარკში მუშაობა წარმოუდგენელია…
მოხალისეებმა ჩვენი ოთხფეხა, ორფეხა და უფეხო, ფრთოსანი, გაბურძგნული, მცოცავი თუ მცურავი მეგობრებისადმი კეთილგანწყობის გამოხატვის საუკეთესო გზა აირჩიეს. ცხოველებისადმი დიდი სიყვარულის დამტკიცებას ისინი საქმით ახერხებენ. თანაც სრულიად უანგაროდ. გულითა და სულით გილოცავთ ამ დღეს!!!“ – აღნიშნავენ ზოოპარკის ადმინისტაციაში.
სხვა სიახლეები