ახალგაზრდა მღვდელმა ცოლი მოკლა

 მოსკოვის ოლქის ქალაქ ძერჟინსკში სასულიერო პირმა ცოლი იმის გამო მოკლა, რომ ქალს განქორწინება სურდა. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
როგორ ირკვევა, პრობლემები მათ ოჯახში დიდი ხნის წინ დაიწყო. ქალაქ ძერჟინსკის ერთ-ერთი ეკლესიის მოძღვარი ცოლს იმის გამო აძლევდა შენიშვნებს, რომ ის თავს არ უვლიდა. ახალგაზრდა ქალი კი მას განქორწინებას სთავაზობდა. დენის გ.-მ ცოლი მანქანაში ჩასვა და რაღაც მნიშვნელოვანი ადგილის ჩვენება შესთავაზა. მან ის საბოლოოდ სოლნეჩნოგორსკთან ტყეში მიიყვანა სადაც დანით მოკლა. როგორც სამართალდამცველები აცხადებენ, მღვდელმა მას ცივი იარაღით შვიდი ჭრილობა მიაყენა.
როგორც აღმოჩნდა, სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ქალმა დედასთან მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნა შეძლო, სიტყვებით „სადღაც მივყავარ“. ამ მესიჯის შემდეგ კი დედის ზარებს აღარ პასუხობდა. რამდენიმე საათის მერე ტელეფონზე მისმა ქმარმა უპასუხა და თქვა, რომ არ იცის სად არის მისი ცოლი. ეს სამართალდამცველებისთვის საეჭვო აღმოჩნდა, სწორედ ამის მერე დენის გ.-მ დანაშაული აღიარა.

კომენტარები

სხვა სიახლეები