112-მა 11 წლის გოგო დააჯილდოვა, რომელმაც ადამიანი გადაარჩინა (ვიდეო)

112 – მა 11 წლის ლიზი დარასელია დააჯილდოვა, რომელმაც 112-ში რუსთავიდან დარეკა და გადაუდებელი სამსახურის ოპერატორს ახალგაზრდა ბიჭის მდგომარეობის შესახებ შეატყობინა.
ამის შესახებ ინფორმაცია გადაუდებელი დახმარების ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება.
„112-ის გმირის“ წოდებით ჯილდოვდებიან ის ბავშვები, რომლებმაც გადაუდებელი შემთხვევის დროს, სწორი გადაწყვეტილება მიიღეს, 112-ზე დროულად დარეკეს და ოპერატორთან ყველა წესის დაცვით ითანამშრომლეს. #112ისგმირი #112საქართველო”. – წერია განცახდებაში.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=bfE7yYOVO3I&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები