ბენედიქტ კამბერბეტჩი მსოფლიოს ყველაზე ლამაზი ვეგანი გახდა

ცხოველთა დამცველი მსოფლიო ორგანიზაცია PETA-მ ცნობილი ბრიტანელი მსახიობი ბენედიქტ კამბერბეტჩი ყველაზე ლამაზი ვეგანის სტატუსით დააჯილდოვა.
ბენედიქტ კამბერბეტჩის გარდა, ყველაზე ლამაზი ვეგანების რეიტინგში მოხვდა ამერიკელი რეჟისორი და პროდიუსერი ავა დუვერნეი. ორგანიზაციაში განაცხადეს, რომ ორივე მათგანი ცხოველების გადარჩენას არა მარტო იმით ახერხებენ, რომ ცხოველურ საკვებზე უარს ამბობენ, არამედ იმითაც, რომ მსოფლიოს თავისი ცხოვრების წესს უზიარებენ.
კამბერბეტჩი ხშირად უყვება ჟურნალისტებს იმის შესახებ, რომ მისი კარგი ფორმა სწორედაც რომ მცენარეული კვების დამსახურებაა.
მანამდე კი PETA-მ ანალოგიური ტიტულით დააჯილდოვა მაილი საირუსი, ლიამ ჰემსვორთი, ჯარედ ლეტო, ნატალი პორტმანი, ალისია სილვესტროუნი და სხვა მსოფლიო ვარსკვლავები.

კომენტარები

სხვა სიახლეები