საკუთარი ქორწილი იქნება ეს თუ მეგობრისა, ასეთი მასშტაბის ღონისძიებაზე, რაც მოგხვდებათ, იმის ჩაცმა ცუდი ტონია. გირჩევთ, ამ დროს ექსპერიმენტებს თავი ანებოთ. აირჩიეთ კლასიკა და ცხოვრების ამ ზეიმზე ღირსეულად წარდგებით.
ნეფე: საშუალოსტატისტიკური მამაკაცისთვის ქორწილი შესაძლოა ერთადერთი შემთხვევა იყოს ცხოვრებაში, როცა ის კლასიკურ კოსტიუმს ჩაიცვამს. ნუ უგულებელყოფთ ამ შესაძლებლობას. თუ საგნებსა და მოვლენებს პრაქტიკული კუთხით უყურებთ, შეაჩერეთ არჩევანი შავ კლასიკურ კოსტიუმზე, რომელიც სხვა დროსაც გამოგადგებათ.
სტუმარი: ორღილიანი სტანდარტული კოსტიუმის მაგივრად შეიძლება ჩაიცვათ მუქი ერთბორტიანი, ერთ ღილზე შეკრული კლასიკური კოსტიუმი. ამით თითქოს ხაზს გაუსვამთ, რომ მეგობრულ წვეულებაზე მოხვედით და არა პროტოკოლურ კორპორატივზე.
ნეფე: აქ მანევრირება პრაქტიკულად შეუძლებელია – როგორი კოსტიუმიც არ უნდა ჩაიცვათ, პერანგი აუცილებლად თეთრი უნდა იყოს! მეორე მხრივ, ეს არჩევანს ამარტივებს. “სმოკინგს ძალიან უხდება პერანგი წამოწეული და ბოლოებგადაკეცილი საყელოთი”, – გვასწავლის შონ დიქსონი – ატელიეთა ქსელის მფლობელი ლონდონის ლეგენდარულ ქუჩაზე სევილ როუდზე.
გირჩევთ, ახალი პერანი ჩაცმამდე გარეცხოთ: საყელო დარბილდება და კისერს არ გადაგიხეხავთ.
სტუმარი: მისთვის ამ საკითხის გადაჭრა უფრო იოლია – შეაჩერეთ არჩევანი უკვე აპრობირებული რამდენიმე ვარიანტიდან ერთ-ერთზე, ანდა თეთრი პერანგი ჩაიცვით.
ნეფე: “სასიძოსთვის ჰალსტუხი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე პერანგი”, – ამბობს დიქსონი. თუმცა სმოკინგზე მხოლოდ შავი ბაბთა უნდა გაიკეთოთ.
სტუმარი: ჰალსტუხის შერჩევის საკითხს შეიძლება შემოქმედებითად მიუდგეს. მამაკაცის თანამედროვე კლასიკურ კოსტიუმს კარგად ეხამება ვიწრო ჰალსტუხი. ისიც შეიძლება, ჰალსტუხზე საერთოდ უარი ვთქვათ.
ნეფე: საკინძე თქვენი სმოკინგის უკანასკნელი შტრიხია. უკეთესი იქნება, ის იმ ფერისა იყოს, რომელშიც არის გადაწყვეტილი სადღესასწაულო ადგილის მორთულობა ანდა პატარძლის თაიგულს ეხამებოდეს.
სტუმარი: ვარიანტი უამრავია.
შეარჩიეთ საკინძე ხასიათის, განწყობის, ზომიერების გრძნობისა და იუმორის შესაბამისად. შეიძლება ისეთი პერანგიც ჩაიცვათ, მანჟეტებთან ღილებით რომ იკვრება.
ნეფე: უბრალოება მთავარი კრიტერიუმია, როდესაც არჩევთ ფეხსაცმელს სმოკინგის ან კლასიკური კოსტიუმისთვის. ასეთ დროს უპირატესობა ერთხმად ენიჭება შავ თხელძირიან ფეხსაცმელს.
სტუმარი: შეიძლება შეარჩიოს ნებისმიერი ვარიანტი, რომელიც ზომიერად კომფორტულია და საკმაოდ ელეგანტური საქორწილო წვეულებისთვის.
წყარო: http://www.adami.ge