ჩინეთის პროვინცია ანხოის მკვიდრმა ხუ ხუეიუანმა, რომელიც ცერემბრალური დამბლით არის დაავადებული, წიგნი დაწერა. ამ ინფორმაციას „The Daily Mail“-ი ავრცელებს. 21 წლის ჩინელმა გოგონამ რომანი თავის ნოუთბუქზე მარცხენა ფეხის გამოყენებით შექმნა.
წიგნი საკმაოდ დიდი მოცულობისაა და მასში დაახლოებით 60 ათასი სიტყვაა გამოყენებული. გოგონა ფეხის საშუალებით წუთში დაახლოებით 20-დან 30-მდე სიტყვის აკრეფას ახერხებს. როგორც გოგონას მშობლები აცხადებენ, მას ბავშვობაში სკოლაში სიარულის საშუალება არ ჰქონდა, თუმცა წერა-კითხვის და გრამატიკის შესწავლა სატელევიზიო სუბტიტრების საშუალებით მოახერხა. ადგილობრივ ტელეარხთან ინტერვიუში ხუ ხუეიუანმა განაცხადა, რომ ცდილობს ძალზე გაწონასწორებული იყოს, ხოლო შეზღუდული შესაძლებლობებმა მას მოთმინება ასწავლა. „მე მოხარული ვარ იმით, რომ შესაძლებლობა მაქვს ვწერო და სხვადასხვა საინტერესო ადამიანთან ურთიერთობა მქონდეს”, – აცხადებს ხუეიუანი.
სხვა სიახლეები