რა იწინასწარმეტყველა ლელა კაკულიამ აფხაზეთზე, რომელიც ასრულდა

ლელა კაკულიამ მიმდინარე წლის 28 იანვარს ოკუპირებულ აფხაზეთში, ეთნიკური სომხებით დასახლებულ სოფელ აჩადარის მცხოვრებლებზე განხორციელებული თავდასხმა ჯერ კიდევ 2009 წელს იწინასწარმეტყველა, -აღნიშნული ინფორმაცია ფეისბუქში ლელა კაკულიას გვერდზე გავრცელდა.
“ის მოვლენა, რომელიც გუშინ გახმაურდა, კარგა ხნით ადრე იწინასწარმეტყველა ქალბატონმა ლელა კაკულიამ. მისი თქმით, ეს მხოლოდ დასაწყისია იმ წინასწარმეტყველებების ასრულებისა, რომლებიც ამ თემაზე აქვს წარმოთქმული და, რაღა თქმა უნდა, გამოქვეყნებული გაზეთებსა და წიგნში „ახალი სიტყვა“. ქვემოთ მხოლოდ რამდენიმე ჩანაწერს შეგახსენებთ. 2009 წელი, 2 ივნისი, თბილისი.
ვხედავ, როგორ გადაწვავენ სომხურ სოფელს რუსი ჯარისკაცები. მთვრალი ჯარისკაცები დარწმუნებულები არიან, რომ აფსუები, სომხები და სხვა ადგილობრივები აფხაზეთში არ უნდა ცხოვრობდნენ, ვინაიდან აფხაზეთი – ეს რუსეთის კუთვნილი ტერიტორიაა და მათი მისიაა, დაასუფთავონ აფხაზეთი. „სომხები წაბრძანდნენ თავიანთ სამშობლოში, ხოლო აფსუები კი ადიღეელები არიან და იქ მიბრძანდნენ!“ – განაცხადებენ ისინი. მოკლედ, ისეთი ქაოსი იქნება, რომ ვერ გადმოგცემთ, რასაც ვგრძნობ და ვხედავ. 2009 წელი, 27 ივლისი, ურეკი. ვხედავ, რუსები აფსუებს სასტიკად გაუსწორდებიან. ჩანს, რომ რუსებს თავიანთი “უმცროსი ძმები“ ძალიან სძულთ. ამას მთელი აფხაზეთი იყვირებს. სრულდება 1990-იან წლებში დანახული და დაწერილი წინასწარმეტყველებები, მთელი სიზუსტით. იწყება შიდა ბრძოლები – პარტიზანული. ხდება უფრო უარესიც: რუსები უმტკიცებენ აფსუებს, რომ ისინიც რუსები არიან. დიახ, ასე ვხედავ. ეს არც არავის გააკვირვებს თავად აფსუების გარდა, რომლებიც კიდევ ვერ ხვდებიან, რომ როგორც ერი, დღეს უკვე აღარ არსებობენ. აი იმის წინასწარმეტყველება კი, რასაც აფხაზეთში მცხოვრები სომხები მოიმოქმედებენ, საჭირო არც არის – ახლა აფსუების მოჭრილი თავებით ითამაშებენ ფეხბურთს. იცოდეთ, რომ როგორც არ უნდა აკონტროლოს რუსეთის უშიშროებამ, ვიდეომასალები აფსუებისადმი მათი სისასტიკის შესახებ, მაინც დაიდება. და არა მხოლოდ მათდამი. დიახ, რუსმა „მშვიდობისმყოფელებმა“ ყველა ზღვარს გადააცილეს. ვხედავ, აფხაზეთი ცარიელდება, გარბის ყველა, რათა თავი დაიცვან რუსი აგრესორებისგან. 2009 წელი, 18 იანვარი, ურეკი. ვხედავ, აფხაზეთი და სამაჩაბლო ომობს. ეს ტერაქტები და პარტიზანული ომებია და აქ რუსეთი უძლურია. ვხედავ, სოფლების გამწარებული მოსახლეობაც უპირისპირდება რუს ჯარისკაცებს. სათითაოდ დაუდარაჯდებიან მათ და გააქრობენ, რაც მასობრივ სახეს მიიღებს. რუსები სადამსჯელო ოპერაციებს ვერ ჩაატარებენ. ან ვის უნდა ჩაუტარონ? ისინი საქართველოს ადანაშაულებენ, დასავლეთი და ამერიკა კი გვამართლებს და პირიქით, რუსეთს ადანაშაულებს ტერორებში. ისინი ხომ აგრესორები არიან! ლელა კაკულია“,-აღნიშნულია ფეისბუქის გვერდზე, რომელიც ლელა კაკულიას ეკუთვნის.
შეგახსენებთ, რომ „ნაშა აბხაზიას“ ცნობით, რუსი მესაზღვრეები სოფელში ჯავშანტრანსპორტიორებითა და УАЗ-ის ტიპის მანქანებით შეიჭრნენ, მოსახლეობას ფული და ოქრო წაართვეს, ერთ-ერთი ოჯახიდან კი მანდარინით დატვირთული მანქანა წაიყვანეს.
ძარცვის დროს რუსებმა სოფლის რამდენიმე მოსახლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ერთ-ერთი მათგანი, ლიუსია კოჩარიანი მედპუნქტშია გადაყვანილი.

კომენტარები

სხვა სიახლეები