დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ტელეკომპანია „პირველის” ეთერში, 12 მაისს, ღამის კლუბებში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე ისაუბრა.
წამყვანის კითხვაზე, მოუწევია თუ არა მას მარიხუანა, – კალაძემ უპასუხა, რომ არასდროს.
“მე არ მერიდება ამაზე საუბარი. 40 წლის ადამიანი ვარ და მარიხუანა არ მომიწევია. სურვილიც არ მქონია. ალბათ ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე. მთელი ცხოვრება სპორტით ვიყავი დაკავებული. მე ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებული ვიყო იქ, სადაც ვარ.
გულწრფელად გეტყვით, სიმთვრალეც არ ვიცი. ჯერ კიდევ უკრაინაში მეკითხებოდნენ, შენ როგორი ქართველი ხარ, რომ ერთ ჭიქა ღვინოს არ სვამო, ეგეთი ადამიანი ვარ. ასე გამზარდეს”, – განაცხადა კალაძემ.
სხვა სიახლეები