“ვანდალიზმი სასაფლაოსთან” – რა ხდება ჯიქიას ქუჩაზე (ვიდეო)

ჟურნალისტი ეკა ლომიძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, რომელიც ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოზეა გადაღებული. აღნიშნულ ვიდეოში ჩანს მესაფლავის მიერ დანთებული ცეცხლი, სადაც ნაგავი იწვის.
“ვანდალიზმი ჯიქიას ქუჩაზე მდებარე სასაფლაოსთან. დილით ცუგები რომ გავიყვანე, სახტად დავრჩი. მესაფლავეთაგან ერთ-ერთი ნაგავს ცეცხლს უკიდებდა და მე რომ არ გადავყროდი, ასე იზამდა მთელ ტერიტორიაზე. ეს არ შეიძლება-მეთქი, რომ ვუთხარი, ვიცი, მაგრამ აბა, ამ ნაგავს რა ვუყოო?! გამოვიძახე საპატრულო და სახანძრო და დროზე გადავარჩინეთ ტყე, რომელიც ორ ნაბიჯშია. მეცეცხლურა მესაფლავე მაცოდებდა თავს, 4 შვილი მყავს, ეს ჯარიმა იმათ მოაკლდებათო. ტიპს ვერ შევაგნებინე, რომ მავნებლობას გამართლება არ აქვს”, – წერს ლომიძე.

კომენტარები

სხვა სიახლეები