როგორ შეხვდნენ ერთმანეთს სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის ლიდერების მეორე ნახევრები (ვიდეო)

ჩრდილოეთ კორეის ლიდერის კიმ ჩენ ინისა და სამხრეთ კორეის პრეზიდენტის მუნ ჯაე ინის მეორე ნახევრები, ერთმანეთს, დღეს პირველად შეხვდნენ. კიმ ჩენ ინის მეუღლემ რი სოლ-იუმ დემილიტარიზებული საზღვარი ქმართან ერთად გადაკვეთა, რათა მონაწილეობა მიეღო მუნ ჯაე ინის მიერ მოწყობილ უმაღლესი დონის ვახშამში.
სანამ ვახშამი დაიწყებოდა, მან სამხრეთ კორეის პირველ ლედისთან მცირე ხნით გაისაუბრა.
ისტორიულ შეხვედრაზე ვარდისფერ სამოსში გამოწყობილი რი სოლ-ჯუ და ცისფერ ფერებში შემოსილი კიმ ჯუნგ-სუკი ერთმანეთს პირველად შეხვედრას ულოცავდნენ და ფართოდ იღიმოდნენ.

კომენტარები

სხვა სიახლეები