ფეისბუქ გვერდი “დედამიწის გარშემო” 8 წლის ლიზი კლარკის ფოტოს აქვეყნებს, რომელსაც მსოფლიოში ყველაზე მავნე ბავშვი უწოდეს, ამის მიზეზი კი, გოგონას მიერ ჩადენილი ქმედებებია:
ახლად ნაყიდ ავტომობილზე დანით წარწერა “ჩემს დედიკოს” ამოჭრა;
დედის ჩანთაში ნაპოვნი ხუთი 100-დოლარიანი კუპიურისგან სანთელი გააკეთა;
თეთრ სახლში 167 – ჯერ დარეკა და ბილ კლინტონის ქალიშვილთან საუბარს ითხოვდა;
მშობლების საძინებელში “შლანგით” რამდენიმე ასეული ლიტრი წყალი შეასხა;
მძინარე მამას 1 ვედრო ლაფი გადაასხა;
უნიტაზში პეტარდების შეკვრა ჩაყარა და ააფეთქა;
დასასვენებლად წასვლის წინ გათიშა პროდუქტებით სავსე მაცივარი;
გაანადგურა დედის საყვარელი ორქიდეები;
ძაღლს მაკრატლით კუდი მოაჭრა;
დააბრმავა ორი კატა;
მასთან სტუმრად მისულ ჟურნალისტს ჯიბეში სათამაშო ჩაუდო და ყვიროდა, რომ ის ქურდია;
მიუხედავად ამ ყველაფრისა, მშობლები თვლიან, რომ ის პატარაა.