ჰავაიში ვულკანის ამოფრქვევის უიშვიათესი და ულამაზესი კადრები დააფიქსირეს. დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ვულკანიდან კალაუელადან გავარვარებული ფერფლის კოლონების ფორმით ამოფრქვევა გადაიღეს.
მოვლენას „მიწის ბოძებს“ უწოდებენ, რომელიც მაღალი ტებიანობისა და ძლიერი ქარის პირობებში წარმოიქნება. ფერფლის ბოძების კოლონები სიმაღლეში რამდენიმე ასეულ მეტრს აღწევენ.
კალაუელა დედამიწაზე ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვულკანად მიიჩნევა. ის 30 წლის წინ გააქტიურდა და მისი კრატერიდან გავარვარებული მასა პრაქტიკულად სისტემატურად იფრქვევა. ვუკლანის სანახავად ჰავაის ნაციონალურ პარკს ყოველწლიურად უამრავი ტურისტი სტუმრობს.
https://www.youtube.com/watch?v=s6JK_6mJN_E
წყარო:imedinews.ge