გურამ შეროზია: რა გავაკეთო, მითხარით, როგორ მოვიზიდო მამრობითი სეგმენტიც ?

ჩემი ბლოგის მკითხველების 83% შეადგენენ ქალები, ანუ მხოლოდ 17%-ია კაცები, – ამის შესახებ ბლოგერი გურამ შეროზია ფეისბუქში წერს და შესაბამის პოსტს აქვეყნებს.
“ჩემი ბლოგის მკითხველების 83% შეადგენენ ქალები, ანუ მხოლოდ 17%-ია კაცები!”
რა გავაკეთო, მითხარით, როგორ მოვიზიდო მამრობითი სეგმენტიც, არც შემეცნება რომ არ აინტერესებთ, არც ქველმოქმედება, არც საინტერესო ფაქტები, არც ადამიანები, არც იუმორი, არც საქართველოს პრომოუშენი, არც ჩვენი წარმატებები სპორტში, აღარსად, რა უბედურება სჭირთ!
ვერაფრით ამოვხსენი
და იმასაც არასდროს გაპატიებთ, ფოთი ათეულშიც რომ არ არის ქალაქებში და დაჟე ათენიც რომ უსწრებს! სიამოვნებით ამოვძირკვავდი დაბადების ადგილს პირადობიდან კაცებს რაც შეეხება, თუ მათი (ჩვენი არა, იმენნა მათი) უმრავლესობა ისეთია, როგორიც ამ სტატისტიკის შემდეგ მგონია – მარიხუანას მოყვანის წესებზე რომ დავდო პოსტები დამიჭერენ? ან ნაცემი ცოლების ფოტოები, ტაშის სმაილებით, პორნჰაბის ვიდეოები და მარტივად “შესაბმელი” გოგონების ნომრები?”. – წერს ბლოგერი.

კომენტარები

სხვა სიახლეები