აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში კიდევ ერთი ოჯახის აუტანელი ყოფის შესახებ საუბრობს და მოსახლოებას მათ დასახმარებლად გაერთიანებისკენ მოუწოდებს:
„სასწრაფოდ ყურადღება რა! ჯოჯოხეთი ხდება ამ სახლში, ოთხივე წევრი ავადმყოფია, ცოლ-ქმარი, მათი შვილი და შვილიშვილი. სასწრაფოდ სჭირდებათ წამლები და საჭმელი პირველ რიგში. ოჯახის მეხუთე და ერთადერთმა ჯანმრთელმა წევრმა თავი მოიკლა. დანარჩენები შიმშილის ზღვარზე არიან. მამა საწოლში წევს ოთხი წელია, არ შეუძლია ლაპარაკი, მოძრაობა და ამდენივე ხანია, უშედეგოდ ელოდება დაპირებულ ეტლს გამგეობისგან. ის კი არა, მუდმივ პირადობის მოწმობასაც აღარ აძლევენ. იქნებ ვინმეს გქონდეთ ეტლი, მზის დანახვა ენატრებაო, გარეთ არ გამოსულა ტრაგედიის შემდეგ. მომწერეთ, მოვალთ და წავუღებთ. ასეთი საშინელება იშვიათად მინახავს და მომეხმარეთ რა, რაღაცა ვუშველოთ. სჭირდებათ წამლები – დოპროკინი, ქსინოკარდი, კაპტოპრილი, დიგოქსინი -25 მ, კორვალოლი,ენაპაში- 25მ, ტრიდატფორტე, ტრუქსალი – 50მ, 25მ, ფილეფსინი, ნალგეზინი. ცხოვრობენ ყვარლის რაიონში, სოფელ – ახალსოფელში. ზეგ წავალთ და წავუღებთ ყველაფერს. ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ ანგარიშზე.
ანგარიშის ნომერი: საქართველოს ბანკი GE35BG0000000144817300 აკაკი სინჯიკაშვილი;
თიბისი ბანკი GE90TB7603845061100016 აკაკი სინჯიკაშვილი;
თიბისი ფეიში მოძებნეთ “ქველმოქმედება” და შემდეგ პირველივეა “ჩვენ თვითონ მივხედოთ ერთმანეთს”, უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით. Akaki Sinjikashvili“,- წერს აკა სინჯიკაშვილი.
სხვა სიახლეები