ამერიკული გამოცემა „Page Six»-ის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი მეუღლეს შორდება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, 40 წლის ვანესა ტრამპმა, მანჰეტენის სასამართლოში, განქორწინების თაობაზე განცხადება შეიტანა. გამოცემა ამტკიცებს, რომ საუბარია ორმხრივი თანხმობით გადაწყვეტილ განქორწინებაზე, რაც ხუთი შვილის ან ქონების მიკუთვნებისთვის იურიდიულ ბრძოლას გამორიცხავს.
უმცროსი ტრამპი მოდელ ვანესა ჰეიდონზე 2005 წლის ნოემბერში დაქორწინდა.
სხვა სიახლეები