ეფექტური დიეტა – მინუს 6-7 კგ. 7 დღეში (ბანანი, რძე, ქათმის ხორცი, ბოსტნეული და ხილი)

დიეტა, რომელიც 7 დღეზეა გათვლილი, ძალზე მარტივი, ამავე დროს, ძალზე ეფექტურია და გაძლევთ საშუალებას, სულ რაღაც 7 დღეში, 6-7 კილოგრამი დაიკლოთ. საჭიროა მხოლოდ, იკვებოთ განსაზღვრული ჯგუფის საკვებით, გამორიცხოთ ყველა სხვა პროდუქტი, ასევე, მარილი შაქარი, ცხიმი და სუნელები. ასევე, ყოველდღიურად უნდა მიიღოთ 2 ლიტრი გაზგასული მინერალური წყალი. დიეტის განსაკუთრებული უპირატესობა ისაა, რომ მისაღები საკვების ულუფა და რაოდენობა განსაზღვრული არ არის.
გაითვალისწინეთ მხოლოდ, რომ ეს არის მოკლევადიანი დიეტა და არა კვების რეჟიმი მთელი ცხოვრების მანძილზე. დიეტის შემდგომ, საჭიროა დაიწყოთ უფრო სწორად კვება და მოერიდოთ ცხიმიან საკვებს.
6-7 კილოგრამის დაკლებას მოახერხებენ მხოლოდ ძალიან მსუქანი ადამიანები ან ისინი, ვისაც არასდროს დაუკლია წონაში.
გახსოვდეთ, რომ თუ ამ დიეტის შემდეგ სწრაფად დაუბრუნდებით ძველი კვების რეჟიმს, სწრაფადვე აღიდგენთ ძველ წონას, შეიძლება მეტადაც გასუქდეთ, ვიდრე დიეტის დაწყებამდე იყავით. ამიტომ, თუ გინდათ, მიღებული რეზულტატი შეინარჩუნოთ, სასურველია, ძველ რაციონს ნელ-ნელა მიუახლოვდეთ. სასურველია ამ პროცესის 3 კვირამდე გაწელვა. ამასთან, ამ დიეტის განმეორება რეკომენდებულია მხოლოდ 6 თვეში ერთხელ.

ორშაბათი:

ნებისმიერი ხილი, ბანანის გარდა.

სამშაბათი:

ნებისმიერი ბოსტნეული (შეგიძლიათ მიიღოთ როგორც უმი, ისე მოხარშული).

ოთხშაბათი:

ნებისმიერი ბოსტნეული და ხილი, ბანანის გარდა.

ხუთშაბათი:

5 ცალი ბანანი და 5 ჭიქა რძე (შეგიძლიათ, მოამზადოთ კოქტეილიც).

პარასკევი:

100 გრამი მოხარშული ხორცი (ძროხის ან ქათმის) და მწვანე ბოსტნეული.

შაბათი:

100 გრამი მოხარშული თევზი და მწვანე ბოსტნეული.

კვირა:

გაიმეორეთ ნებისმიერი დღის რაციონი, სურვილისამებრ.
უმჯობესია მთელი დღის მისაღები პროდუქტის 4 ულუფად გაყოფა და 18 საათამდე მიღება. სითხეებიდან მიიღეთ გაზგასული მინერალური წყალი, ჩაი შაქრის გარეშე, მწვანე ან ბალახებისგან დამზადებული ჩაი.
თუ დაკავებული ხართ სპორტით, გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დიეტის დროს გამორიცხოთ ფიზიკური დატვირთვა, თუმცა შეგიძლიათ, დაკავდეთ იოგით და მეტი ისეირნოთ სუფთა ჰაერზე.
და ბოლოს, სანამ დიეტას დაიწყებთ, აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია თქვენს მკურნალ ექიმთან

კომენტარები

სხვა სიახლეები