გზაში გაჩენილი ბავშვი – რა შეემთხვა მშობიარე ქალს

“საშინელი ამინდი იყო, ძლივს შევძელი, რომ სასწრაფო დახმარებისთვის დამერეკა და შემეტყობინებინა, რომ ჩემს მეუღლეს მშობიარობა უკვე ეწყებოდა”,- ამის შესახებ ახალშობილის მამა, ენდრიუ ყვება.
როგორც მან განაცხადა, მის მეუღლეს მშობიარობა საავადმყოფოში მისვლამდე დაეწყო და ცხადი გახდა, რომ დაწესებულებაში ვეღარ მიასწრებდნენ. წყვილს მანამდე ორი შვილი უკვე ჰყავდა, ამიტომ როგორც ენდრიუმ აღნიშნა, თავად ჩაატარა ყველა ის საჭირო პროცედურა, რაც მშობიარობისას ჰქონდა ნანახი და მეუღლე ქუჩაში ამშობიარა. ექიმების მოსვლისას გოგონა უკვე ბედნიერად და თბილად გრძნობდა თავს.
ექიმების განცხადებით, ბევრ სტრესულ სიტუაციაში უმუშავიათ, მაგრამ ეს მათთვის განსაკუთრებული შემთხვევა იყო.
ამჟამად დედა და ახალშობილი გოგონა, სახელად სიენა, თავს კარგად გრძნობენ. შემთხვევა ბრიტანეთში მოხდა.

კომენტარები

სხვა სიახლეები