პირველ ბრიტანელებს შავი კანი და ლურჯი თვალები ჰქონდათ -„Natural History Museum“-ი დნმ-ის შედეგებს აქვეყნებს (ფოტო)

10 000 წლის წინანდელი ჩონჩხის ანალიზის შემდეგ დადასტურდა, რომ უძველესი ბრიტანელები შავკანიანები იყვნენ, მათ მუქი დახვეული თმა და ლურჯი თვალები ჰქონდათ. ინფორმაციას „.telegraph“ ავრცელებს.
მეცნიერებმა და „Natural History Museum“-ის ერთობლივმა კვლევამ, რომლებმაც გენეტიკური თანმიმდევრობისა და სახის რეკონსტრუქციის მეთოდები გამოყენეს, დაადასტურა, რომ პირველ ბრიტანელებს გაცილებით მუქი კანი ჰქონდათ, ვიდრე ამას ადრე ფიქრობდნენ.
შედეგებმა აჩვენა, რომ ბრიტანელები, ისევე როგორც ყველა ადამიანი, პალეოლითის ხანის აფრიკული წარმომავლობისა არიან.
„საკმაოდ მუქი კანისა და ლურჯი თვალების კომბინაცია არის ის, რასაც ვერ წარმოვიდგენდით, თუმცა, ეს არის ბრიტანელების ნამდვილი გარეგნობა, რაც დღეს საკმაოდ იშვიათია“, _ განაცხადა „Natural History Museum“-ის მკვლევარმა და პროფესორმა კრის სთრინგერმა.

კომენტარები

სხვა სიახლეები