სამზარეულოს დიზაინის 5 ტრენდი 2018 წლისთვის

დაემშვიდობეთ ერთფეროვან სამზარეულოს და მიესალმეთ ფერადოვნებას !

ახალი წელი დადგა და ხშირად იწყება ფიქრი როგორ განვაახლოთ და გადავახალისოთ საცხოვრებელი. მოდით, დავიწყოთ სამზარეულოთი, რომელიც ფაქტობრივად სახლის გულია.

5. ლურჯი და მწვანე ავეჯი

შეიტანეთ სამზარეულოს ავეჯის ფერებში ოკეანისფერი ტონები.
ის ორი სხვა ფერებსაც კარგად ერწყმის, უხდება ხის ფერს და დიზაინში ლამაზია, როგორც დომინანტი ფერი.

4. იისფერი

ულტრაიისფერი წლის ფერია და ის სახლის დიზაინის ნებისმიერ ასპექტში ტრენდია. დიზაინერები თანხმდებიან, რომ 2018 წლისთვის ასეთი თამამი ფერების გამოყენება მომგებიანია და ელეგანტურ იმიჯს ქმნის.

3. მუქი ზედაპირი

სამუშაო ზედაპირისთვის და ფილებისთვის მუქი ფერი აქტუალური ხდება.
2. შერეული ფერები

წელს ფერების შერევა და შეხამება განსაკუთრებით საინტერესო ხდება.
რამდენიმე ფერის გამოყენება კარგი არჩევანია, მაგალითად კედლების შეღებვა ოდნავ მუქ ფერში და მის ფონზე ღია, თეთრი ტონების სამზარეულოს ავეჯი.

1. მარმარილო

მკვეთრი ფერის მარმარილოს ზედაპირი 2018 წელს თქვენს სამზარეულოს გამოარჩევს.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები