ამერიკელი რეპერი „H&M»-თან თანამშრომლობას წყვეტს

ამერიკელმა რეპერმა G-Eazy-იმ გადაწყვიტა, ტანსაცმლის მწარმოებელ „ H&M “-თან, ამ ბრენდის წინააღმდეგობებით აღსავსე რეკლამის გამო, თანამშრომლობა შეწყვიტოს.
რამდენიმე დღის წინ, კომპანიამ გამოაქვეყნა ფოტო საბავშვო კოლექციის რეკლამიდან, სადაც ფერადკანიან ბიჭს აცვია სამოსი წარწერით „ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში“. ფოტომ კრიტიკის ქარიშხალი გამოიწვია, კომპანიას კი, რასიზმში დასდეს ბრალი. რეკლამა მალევე გაქრა, კომპანიამ ბოდიში მოიხადა, მაგრამ სკანდალი, ინციდენტის ირგვლივ, არ ცხრება.
„ბოლო თვეებში გულწრფელად აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი კოლექციის გამოსვლის და „H&M“-თან ჩემი თანამშრომლობის გამო. სამწუხაროდ, მას შემდეგ, რაც ეს აღმაშფოთებელი ფოტო ვნახე, ჩემი სიხარული კომპანიის გამო, გაქრა და გადავწყვიტე, რომ ჩვენი თანამშრომლობა დასრულდეს“- ნათქვამია რეპერის ოფიციალურ განცხადებაში, რომელიც მან „ინსტაგრამზე“ გამოაქვეყნა.

კომენტარები

სხვა სიახლეები