მაიკლ დუგლასმა სექსუალურ შევიწროებაში სავარაუდო ბრალდება წინასწარ უარყო

ჰოლივუდის მსახიობმა მაიკლ დუგლასმა წინასწარ უარყო სავარაუდო ბრალდება სექსუალურ შევიწროებაში, რომელიც მისი კომპანიის ყოფილი თანამშრომლისგან იყო მოსალოდნელი. გამოცემა „დედლაინის“ ცნობით, დუგლასმა გაიგო მოსალოდნელი პუბლიკაციების შესახებ, რომელიც მისი მხრიდან შევიწროებას ეხებოდა და წინასწარ გადაწყვიტა „ცრუ ინფორმაციის“უარყოფა.
მისი კომპანიის ერთ-ერთი ყოფილი თანამშრომელი აპირებდა, მსახიობის იმაში დადანაშაულებას, რომ 32 წლის წინ, მან ქალის თვალწინ დაიკმაყოფილა თავი.
„ვიგრძენი აუცილებლობა, ამ ყველაფრისთვის დამესწრო. არც კი ვიცი, რით დავიწყო. ეს აბსოლუტური სიცრუეა, ტყუილი, მონაგონი“,- განაცხადა მსახიობმა. ასევე მან უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ამ ქალბატონს კარიერის განვითარებასა და სხვა კომპანიებში მუშაობის დაწყებაში ხელი შეუშალა.
„ეს დიდ ტკივილს მაყენებს. ამ ბიზნესში ჩემი რეპუტაციით ვამაყობ, რომ არაფერი ვთქვა მამაჩემის ისტორიის და ბევრი სხვა რამის შესახებ. კარადაში ჩონჩხები არა მაქვს. გაოგნებული ვარ, რადგან ამაზე საუბარი 32 წლის შემდეგ დაიწყო.“-აღნიშნა დუგლასმა. მისი თქმით, ის ბოლომდე მხარს უჭერს მოძრაობას „მეც“ და, _ ქალებს. ასევე, მსახიობმა მადლობა გადაუხადა მეუღლეს, კეტრინ-ზეტა ჯონსს და შვილებს მხარდაჭერისთვის.

კომენტარები

სხვა სიახლეები