ბალტიისპირეთის ქვეყნები, ალკოჰოლზე გაწეული ხარჯებით, ევროკავშირის ქვეყნებს შორის ლიდერები არიან. ამის შესახებ „Eurostat»-ი იუწყება. სტატისტიკოსების დათვლით, 2016 წელს ევროპელებმა ალკოჰოლურ სასმელებზე თითქმის 130 მილიარდი ევრო დახარჯეს.
როგორც ირკვევა, ყველაზე მეტად დალევა ბალტიისპირელებს უყვართ. რეიტინგის ლიდერი ესტონეთი გახდა, სადაც მოქალაქეების ხარჯების 5,6% გასულ წელს სწორედ სპირტიან სასმელებზე მოდის. ესტონეთს ლატვია და ლიტვა მოყვებიან 4.8% და 4,2% მაჩვენებლით. პოლონეთი და ჩეხეთი მეოთხე და მეხუთე ადგილებს იყოფენ. ყველაზე ნაკლებს კი, როგორც ჩანს, ევროპაში ესპანელები სვამენ, მათი ხარჯების მხოლოდ 0,9% ეთმობა სპირტიან სასმელებს.
Prev Post
სხვა სიახლეები