94 წლის ჯორჯ ბუშს ამერიკელი მსახიობი სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებს

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშ უფროსმა ბოდიში მოუხადა მსახიობ ჰიზერ ლინდს, რომელმაც ცოტა ხნის წინ, 94 წლის ბუშს, სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი.
ლინდმა განაცხადა, რომ რამდენიმე წლის წინ შეხვედრის დროს, ბუშმა მამამ მას ზურგს ქვემოთ ხელი მოკიდა და უხამსად ეხუმრა კიდეც.

გამოცემა “დეილი მეილი” ექს-პრეზიდენტის წარმომადგენლის ციტირებას ახდენს: “პრეზიდენტი ბუში განზრახ არასოდეს და არავის არ აყენებდა უხერხულ მდგომარეობაში და გულწრფელად იხდის ბოდიშს, თუ კი მისმა ხუმრობამ შეურაცხყო ქალბატონი ლინდი.“

რაც შეეხება მსახიობს, მან მომხდარის შესახებ სოციალურ ქსელში ჰეშთეგით „#metoo” მოყვა.
მისი თქმით, მისი სექსუალური შევიწროება მაშინ მოხდა, როცა ბუშთან ტელეშოუს ჩაწერისას სტუმრად იმყოფებოდა. ბუში მას ორჯერ ერთობლივი ფოტოს გადაღების დროს, შეეხო და ისტორიას აღნიშნული ფოტოსურათიც შემორჩა, რომელიც ამერიკულ მედიაში ახლა განსაკუთრებით აქტუალური გახდა. აღსანიშნავია, რომ ბუში უფროსი ეტლით გადაადგილდება, მის ერთ მხარეს კი მისი მეუღლე დგას.

კომენტარები

სხვა სიახლეები