„რუსთავი 2“-ის ახალი შოუ უმცირესობებზე – ვინ იქნებიან გადაცემის წამყვანები

„რუსთავი 2“-ზე მალე ახალი შოუ გამოჩნდება. ამის შესახებ ნიკა გვარამია სოციალურ ქსელში წერდა.
“მეგობრებო, სატელევიზიო მიზნებისთვის, მირჩიეთ LGBTQ ორგანიზაციები, რომლებიც აგვარჩევინებენ ხსენებული აბრევიატურიდან L და G წამყვანებს და ასევე კონსულტანტებს. წამყვანების შემთხვევაში, მნიშვნელობა აქვს ყველაფერს (გარეგნობა, მეტყველება, ტელეგენურობა ა.შ.), მეორე შემთხვევაში მნიშვნელოვანია მხოლოდ კვალიფიკაცია, გამჭრიახობა და შრომისმოყვარეობა.
წინასწარ გმადლობთ”, – წერდა “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი.
„პრაიმტაიმის“ ინფორმაციით გადაცემის წამყვანებად „რუსთავი 2“-ის ეთრში გამოჩნდებიან: ია ფარულავა, კესარია აბრამიძე და ზალიკო ბერგერი. ჯერ-ჯერობით ინფორმაციას არცერთი მათგანი არ ადასტურებს. ასე რომ, ისღა დაგვრჩენია ეკრანებთან დაველოდით ახალ თამამ ნაბიჯს „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

კომენტარები

სხვა სიახლეები