ქართულ ციხეში მოქცევის წესები: გულახდილი ინტერვიუ “მაყურებლებზე”, “საქათმეზე” და “რაზბორკებზე”

როგორც ყოფილი პატიმარი აცხადებს, ციხეში მოხვედრისას მთავარია არ შეგეშინდეს, თუ პატიოსანი და კარგი ადამიანი ხარ, ციხეში არავინ დაგჩაგრავს.

„როცა ციხეში მოხვდები არ უნდა შეგეშინდეს. თუ პატიოსანი და კარგი ადამიანი ხარ, ციხეში არავინ დაგჩაგრავს. ციხეში ვერაფერს ვერ დამალავ. დავუშვათ, შეხვედი ზონაზე, მაყურებელი გკითხავს, ვინ ხარ, რომელი უბნელი ხარ და ა.შ. არაფერი არ უნდა მოატყუო, რადგან იქ არაფერი იმალება. მაყურებელი არაფერს არ ანაწილებს, რომელ უბნელებთანაც გინდა, იქ მოხვდები. გაარკვევენ, ვინ ხარ, რა ხარ, რა ცხოვრებით ცხოვრობ და ა.შ. “ქათმები” ანუ ე.წ. პიდარასტები თავიდანვე საქათმეში გადაჰყავთ. ნაკლები უნდა ილაპარაკო ციხეში. შეიძლება შენი სიტყვა სანანებელი გაგიხდეს. მაგრამ თუ მართალი ხარ, ყოველთვის დაამტკიცებ სიმართლეს. ვიტყვი, რომ დამღუპველია თამაშებში ჩართვა, “იგროკებს” მაგრად აბოროტებენ, აგიჟებენ. თვითმკვლელობამდე მიჰყავთ… თუ “იგროკი” არ ხარ და მაინც ჩაგრთეს თამაშებში, ზუსტად იცის პატიმარმა, რომ მისი მტერი ხდები. ზოგი ამით ცხოვრობს ციხეში, ზოგი ხელნაკეთ ნივთებს ყიდის, “კაზიოლები” კი “ბრაგას” ამზადებენ, ხან დროჟით, ხან კანფეტებით და ხილით. ეს არის არაყი, რომელსაც ნახევარ ლიტრს 5 ლარად ყიდიან“, – განაცხადა ყოფილმა პატიმარმა „ამბები.ჯი“-სთან საუბრისას.

წყარო:  ამბები. ჯი

კომენტარები

სხვა სიახლეები