რა მოვიმოქმედოთ, რომ ზამთარშიც მოვიწონოთ თავი რუჯით?

  • ზაფხულში განსაკუთრებით აქტუალურ საკითხს წარმოადგენს რუჯის მიღება. მზის სხივების მოქმედება დაცემის კუთხეზეა დამოკიდებული. დილის 10 საათამდე და 16 საათის შემდეგ მზის სხივები დახრილი კუთხით ეცემა ობიექტს და მათი მოქმედება ნაკლებად ინტენსიურია. 10-დან 16 საათამდე კი მზის აბაზანების მიღება სახიფათოა.
    რა თქმა უნდა, კანის შოკოლადისფერი ეფექტი დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით კი სექტემბერ-ოქტომბერში იკარგება, კანის აქარცვლის პროცედურას გვერდს ვერ ავუვლით, თუმცა ამ პროცედურის შენელება შესაძლებელია.
    კანის გაწმენდა
    გამოიყენეთ თბილი წყალი და ზეთზე დამზადებული საშხაპე საშუალებები. თითქოსდა, მარტივი წესია, მაგრამ მაინც გვავიწყდება ხოლმე.
    ზაფხულში, გარუჯვამდე და გარუჯვის შემდეგ, 5-7-წუთიანი შხაპი მოგიხდებათ. გამოიყენეთ ნატურალური მასალისგან დამზადებული ღრუბელი და ნატურალურ ზეთზე დამზადებული შხაპის გელი. ამგვარად კანს, გასუფთავების გარდა, მზის ახალი სხივების მისაღებად მოამზადებთ.
    დატენიანება
    დილა-საღამოს, შხაპის მიღების შემდეგ, დაიტენიანეთ სხეული. დილით უფრო მსუბუქი საშუალება გამოიყენეთ, საღამოს – უფრო სქელი. დარწმუნდით, რომ საშუალება შეიცავს Е ვიტამინს, გლიცერინს, ავოკადოსა და ზეითუნის ზეთს.
    იკვებეთ სწორად
    საინტერესო აღმოჩენას მიაგნეს – ლამაზი რუჯის შესანარჩუნებლად, თურმე სწორად უნდა იკვებოთ. მიიღეთ ღვიძლი, ფაფები, რძე და ნაღები, კვერცხი, პომიდორი, ასევე, ნუ დაივიწყებთ ისპანახს, მწვანე და ყვითელ ბოსტნეულს და ბავშვობიდან საძაგელ თევზის ცხიმს – ყველა ეს პროდუქტი А ვიტამინს შეიცავს, რომელიც ასე სჭირდება კანს.
    საშუალებები რუჯის შემდეგ
    აუცილებლად გამოიყენეთ ეს საშუალებები, თუნდაც კანი გარუჯვამდე კარგად მომზადებული გქონდეთ.
    წყარო: “მარაო”

კომენტარები

სხვა სიახლეები