კოსმოსში სასტუმრო “Marina” იხსნება, სადაც 12-დღიანი დასვენება 5 მილიონი დოლარი ეღირება

კოსმოსში შესაძლოა, სასტუმრო “Marina” გაიხსნას. მასაჩუსეთის ტექნოლოგიური ინსტიტუტის სტუდენტებმა კოსმოსში სასტუმროს მოწყობის პროექტი შეიმუშავეს, საუბარია სასტუმრო – Managed, Reconfigurable, In-space Nodal Assembly (Marina)-ზე.
პროექტის მიხედვით, კოსმოსში სასტუმროს მონტაჟი შესაძლოა, 2025 წლისთვის დასრულდეს. ინჟინრების ჩანაფიქრის მიხედვით, სასტუმრო 8 გასაბერი მოდულისგან შედგება. სასტუმრო გააერთიანებს, ასევე, ბარსა და ფიტნესცენტრს. 12 დღის განმავლობაში კოსმოსში დასვენება 5 მლნ დოლარი ეღირება.
სასტუმრო 20 ადამიანზე იქნება გათვლილი, საიდანაც 4 ადგილი მომსახურე პერსონალისთვის იქნება გათვალისწინებული.

წყარო:http://commersant.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები