არგენტინის ქალაქ რისარიოში ცნობილი ფეხბურთელის, ლიონელ მესის და ანტონელა როკუცოს ქორწილი ჩატარდა. ამის შესახებ „ბი ბი სი“ იუწყება.
არგენტინულმა პრესმა ამ მოვლენას „საუკუნის ქორწილი“ უწოდა. ღონისძიებაზე 260 სტუმარია იყო მიწვეული. ის მესის მშობლიურ ქალაქში ფეშენებელურ სასტუმროში ჩატარდა.
რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მესიმ არ დაპატიჟა ქორწილში წარსულში ცნობილი არგენტინელი ფეხბურთელი დიეგო მარადონა და „ბარსელონას“ ყოფილი მწვრთნელი პეპე გვარდიოლა. მესის ქორწილს 150 ჟურნალსიტი აშუქებდა. ქორწილზე წესრიგს რამდენიმე ასეული პოლიციელი იცავდა.
[youtube]http://www.youtube.com/watch?v=ABCDEFGH[/youtube]