ბავშვი დაძინებას აპროტესტებს? – სცადეთ კიდევ ერთი ხერხი

ბავშვის დაძინების პროცესი, განსაკუთრებით კი შუადღისას, ყველა ოჯახში მარტივად და უხმაუროდ როდი მიმდინარეობს. პატარა გამწარებული აპროტესტებს საძინებელ ოთახში შესვლას, მიუხედავად იმისა, რომ ძილისგან თვალებს ვეღარ ახელს. გამოცდილი პრაქტიკა გვკარნახობს, რომ ბავშვს, რომელსაც დაძინება “ეზარება”, სასურველია ლოგინში რაიმე საყვარელი ნივთი ელოდებოდეს. ნივთი, რომელიც უშუალოდ დაძინების რიტუალში მიიღებს მონაწილეობას და პატარასთვის დადებითი ემოციების მომტანი იქნება. ეს ხერხი მშობლებს მეტ-ნაკლებად ათვისებული აქვთ, შესაბამისად არაერთ ოჯახში არსებობს “ჩასახუტებელი თოჯინებით” დაძინების ტრადიცია.
ამჯერად ქართველმა მწარმოებლებმაც გადაწყვიტეს ამ საქმეში წვლილის შეტანა. გაყიდვაში მალე გამოჩნდება ძალიან საყვარელი და ცნობილი ფუმფულა სათამაშო, რომელიც სინამდვილეში ბალიშია და პატარების ტკბილად დაძინებისთვის საინტერესო ფუნქციაც აქვს შეთავსებული.
mshoblebi
ეს ქათქათა და რბილი ბალიში ცნობილი ქართული მულტპესონაჟი, თოვლის გუნდაა. მუცელზე ღილაკი აქვს, რომლის დაჭერის შემდეგ ამ მულტფილმის ცნობილი მელოდია ისმის. მწარმოებლების ჩანაფიქრით, “თოვლის გუნდა” ერთდროულად ბალიშიცაა, იავნანას ფუნქციასაც ითავსებს და ბავშვის მეგობარიც გახდება, რომელთან ერთად დაძინებაზე პატარა უარს არასოდეს იტყვის.
ძილის მთავარი “ატრიბუტები” – ბალიში და სიმღერა აქამდე რამდენჯერმე ბალიშა წიგნებისა და ხმოვანი წიგნების სახით შესთავაზეს მშობლებს, თუმცა ბალიში და სიმღერა ერთად, თან ქართულ მულტპერსონაჟთან ერთად, ქართულ ბაზარზე პირველად გამოჩნდება.

წყარო: mshoblebi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები