სლავური ჰოროსკოპი – სტრიბოგი 21 იანვარი — 20 თებრვალი

ძველ სლავებს სწამდათ, რომ წელიწადის გარკვეული პერიოდები კონკრეტული ღვთაებების გავლენას ექვემდებარებოდა. ამიტომ ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანი ხასიათში ამა თუ იმ ღვთაების გავლენას განიცდიდა დაბადების თარიღის მიხედვით. დღეიდან გთავაზობთ სტატიების ციკლს, რომელიც საინტერესო დახასიათებებს შეიცავს ამა თუ იმ პერიოდში დაბადებულთა ხასიათის აღწერის თვალსაზრისით.

სტრიბოგი (კრიშენი)
21 იანვარი — 20 თებრვალი

ადამიანები, ვისაც ბედმა ამ ღვთაების მფარველობის ქვეშ დაბადება არგუნა წილად, რელიგიურობით, მაღალი ეთიკურ-მორალური ნორმებითა და გამჭრიახი გონებით გამოირჩევიან. მათ უმრავლესობას აინტერესებს ფილოსოფია, თეოლოგია, მისტიკა და ეზოთერიკის საფუძვლები. ზოგადად, ისინი შესანიშნავად ითვისებენ ნებისმიერი ტიპის, უძველეს სწავლებებს და უყვართ სიძველეები. თუმცა, აქვთ ნაკლიც, ახასიათებთ სწორხაზოვანი დამოკიდებულება ცხოვრებაში ყველაფერის მიმართ, რის ხარჯზეც საკმაოდ მარტივად იძენენ მტრებსა და მეტოქეებს როგორც პირად, ისე პროფესიულ ცხოვრებაში. სტრიბოგი ძნელად გამოხატავს ემოციებს, ამიტომ გარეგნულად ცივი, უემოციო ადამიანს შთაბეჭდილებას ტოვებს რაც ნამდვილად არ გახლავთ ასე. ამ ადამიანებს უყვართ საკუთარი სიმპათიის საქმით დამტკიცება და გასაოცარ ერთგულებას ინარჩუნებენ ყოველთვის, ძვირფასი და ჭეშმარიტად ახლობელი ხალხის მიმართ.

წყარო: www.astrologi.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები