ლევან ბოკერია გახლავთ ექიმი-კარდიოლოგი, პროფესორი, უძლიერესი კარდიოქირურგი. ამ სპეციალისტთან მოხვედრაზე ბევრი ოცნებობს. ის ძირითადად რუსეთში მოღვაწეობს და ბევრი პრეზიდენტის პირად ექიმადაც მიიჩნევა.
პაციენტებზე მზრუნველმა ექიმმა საფუძვლიანად შეისწავლა ადამიანის ორგანიზმის ყველა თავისებურება და დადო დასკვნა, რომლმაც თავდაყირა დააყენა მთელი დიეტოლოგია. ჩვენ გვიმტკიცებენ და გვასწავლიან, რომ საუზმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. თითქოს სწორედ საუზმე არის პასუხისმგებელი ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის პროცესზე და რომ საუზმის გამოტოვება არავითარ შემთხვევაში არ არის რეკომენდებული. ლეო ბოკერია კი ამტკიცებს, რომ მან იცის, როგორ უნდა გახდეს ადამიანი დიეტების გარეშე.
პროფესორის მტკიცებით, ამისთვის საკმარისია მხოლოდ საუზმეზე უარის თქმა. უცნაურია, არა? ვერაფერს იტყვი. ისე, საუზმის გამოტოვება ხომ უფრო ადვილია, ვიდრე ვახშმის? როგორ უნდა ვიკვებოთ იმისთვის, რომ გავხდეთ:
– ყოველ დილით სრულფასოვანი საუზმის მირთმევა მიზანშეწონილი ნამდვილად არ არის. აბა წარმოიდგინეთ, თქვენ ახალი გაღვიძებული ხართ, ორგანიზმიც იღვიძებს და ემზადება მუშაობისთვის. ამ დროს, თქვენ მიუჯდებით მაგიდას და მიირთმევთ ერთ ულუფა ხორცს, აყოლებთ ერთ დიდ ჭიქა რამე სითხეს, მერე მოწესრიგდებით და მიდიხართ სამსახურში. მე გისვამთ კითხვას, როგორ უნდა იმუშავოთ თქვენ ამის შემდეგ? ჯერ კიდევ ძალიან დიდი ხნის წინ ვაკვირდებოდი ადამიანებს და ხშირად ჩემს ყურადღებას იქცევდა ის ფაქტი, რომ ამერიკელი ქირურგები დილაობით არაფერს მიირთმევდნენ, დიდი-დიდი შეიძლებოდა დილით ერთი პატარა ფინჯანი ყავა დაელიათ. შუა დღეს კი, ლანჩის დროს, მიირთმევდნენ რაიმე ბუტერბროდს.
ძირითად, საკვებს ისინი საღამოთი, სახლში მისვლის დროს გეახლებოდნენ, რის შემდეგაც ცოტას წაივარჯიშებდნენ, წაიკითხავდნენ წიგნს. გირჩევთ, საუზმე მისცეთ მტერს, სადილად ცოტა მიირთვით და საღამოს კი, თუმცა არა ძალიან გვიან, კარგად ივახშმეთ, შემდეგ ცოტა წაივარჯიშეთ. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, სწორედ ასე ცხოვრობენ. დევიდ ლევიცკიმ, ცნობილმა პროფესორმა, გამოკვლევების შედეგად დაადასტურა, რომ კვირაში რამდენიმე საუზმეც რომ გამოტოვოს ადამიანმა, საგრძნობლად გახდება. თუ თქვენ გახდომა გსურთ, შეგიძლიათ სცადოთ კვების ეს სქემა. მხოლოდ დიაბეტით დაავადებულ ადამიანებს ვერ გავუწევთ საამისოდ რეკომენდაციას, რადგან ისინი მუდმივად უნდა აკონტროლებდნენ ორგანიზმში შაქრის ნორმას. სხვა შემთხვევაში ეს საკმაოდ მისაღები სქემაა. იმისათვის, რომ შედეგი უფრო აშკარა და ეფექტური იყოს, გირჩევთ, მინიმალური ფიზიკური დატვირთვა მაინც გქონდეთ და ეცადეთ, უარი თქვათ ზოგიერთ პროდუქტზე”, -აცხადებს ექიმი.
ლევან ბოკერია გვირჩევს, თავი შევიკავოთ მიუსლის, ძეხვეულის, მომინანქრებული ხაჭოს, სწრაფი მომზადების ფაფების მიღებისგან. ასევე, არ არის რეკომენდებული ნაყიდი წვენების დალევა.
წყარო:mshoblebi.ge