Little Miss Galaxy-ის გამარჯვებული ქართველი მარიამ ბარძენიშვილი გახდა (ვიდეო)

ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო კონკურსზე Little Miss Galaxy 6 წლის მარიამ ბერძენიშვილმა გაიმარჯვა. ​კონკურსი რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. პირველ ეტაპზე, მარიამ ბერძენიშვილი ქართული ნაციონალური კოსტიუმით გამოვიდა, რომელიც დიზაინერმა, ნუგზარ კვანტალიანმა შეკერა.
მეორე ეტაპზე, მონაწილეები საღამოს კაბებში წარდგნენ.
მესამე ტურში სილამაზის კონკურსის მონაწილეებმა ვოკალური მონაცემები წარმოაჩინეს.
მარიამმა „თბილისო“ იმღერა ანასტასია ბაკურაძესთან ერთად, რომელიც “Little Miss Galaxy-ის 2014 წლის გამარჯვებული იყო. მეოთხე ტურში კი სილამაზის კონკურის მონაწილეებმა ჟიურის და მაყურებლებს თავის ქვეყნებზე უამბეს.

[youtube]https://www.youtube.com/watch?v=cZvOqFy3les&feature=youtu.be[/youtube]

კომენტარები

სხვა სიახლეები