ინტერნეტში ვიდეო გავრცელდა, რომელზეც ნაჩვენებია თუ როგორ იცავს პატრონი საკუთარ ძაღლს ორი პიტბულის თავდასხმისგან. მამაკაცი თავის ძაღლს ქუჩაში ასეირნებდა. მოულოდნელად, მას ორი ავი პიტბული დაესხა თავს. მამაკაცი ცდილობდა თავდასხმის მოგერიებას, მაგრამ პიტბულები მას რამდენიმე წუთის განმავლობაში არ შორდებოდნენ.
ბოლოს, მამაკაცი ძაღლს ზევიდან დააწვა და მისი გადარჩენა ასე შეძლო. პატრონმა და ძაღლმა სხეულის უმნიშვნელო დაზიანებები მიიღეს. საბოლოოდ, პიტბულები მას შემდეგ გაიქცნენ, რაც კონფლიქტში კიდევ რამდენიმე ადამიანი ჩაერია.
[youtube]https://www.youtube.com/watch?v=AtQf-Izqqys[/youtube]