გარტ ბრუქსმა ლეგენდარულ ელვის პრესლის გადაასწრო

აშშ–ში გაყიდული ალბომების რაოდენობით, ქანთრის მომღერალმა გარტ ბრუქსმა სოლო მომღერლებს შორის პირველი ადგილი დაიკავა. ალბომების გაყიდვის რაოდენობით ბრუქსმა ელვის პრესლის რეკორდული შედეგი გააუმჯობესა. ამ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, ბრუქსმა 13 წლიანი შესვენების შემდეგ, 2014 წლის ნოემბერში ახალი ალბომი გამოუშვა. ალბომი მალე გახდა წარმატებული და 1 მილიონ ეგზემპლარზე მეტი გაიყიდა, რის შემდეგაც, 2015 წელს აშშ–ს ხმისჩამწერმა ასოციაციამ ალბომს „პლატინის“ სტატუსი მიანიჭა.

გავრცელებული ინფორმაციით, ამ დროისთვის აშშ–ში გარტ ბრუქსის გაყიდული ალბომების რაოდენობამ 135 მილიონ ეგზემპლარს მიაღწია, რაც შეეხება ელვის პრესლის, საერთო ჯამში აშშ–ში ლეგენდარული მომღერლის ალბომების 134,5 მილიონი ეგზემპლარია გაყიდული.

კომენტარები

სხვა სიახლეები