ირინა შეიკი კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა?!

რუსი მოდელი ირინა შეიკი კრიშტიანუ რონალდუს დაშორდა. ამ ინფორმაციას „El Mundo Deportivo“ ავრცელებს. რუსმა მოდელმა ტვიტერზე რონალდუს ექაუნთზე გამოწერა გააუქმა, გარდა ამისა ისინი არც ინსტაგრამში არიან ერთმანეთის გამომწერები. ირინა შეიკის და კრიშტიანუ რონალდუს დაცილების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ჯერჯერობით არ არსებობს. თუმცა ამასთან დაკავშირებით ეჭვები მას შემდეგ გაღრმავდა, რაც ირინა შეიკი „ოქროს ბურთის“ დაჯილდოების ცერემონიას არ დაესწრო.

შეგახსენებთ, ცერემონიაზე რონალდუს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო გადაეცა, თუმცა სამადლობელ სიტყვაში შეიკი ერთხელაც არ უხსენებია.

კომენტარები

სხვა სიახლეები