დაემშვიდობეთ შეშუპებულ და დასიებულ ფეხებს სწრაფად, მარტივად და იაფად, ხალხური მედიცინის წყალობით

გამოგიცდიათ ფეხების, ხელების ან ტერფების შეშუპება? თუ კი გეცოდინებათ, რამდენად მტკივნეულია ეს და რაოდენ დიდ დისკომფორტს ქმნის.
შეშუპებას, იგივე ედემას იწვევს რამდენიმე განსხვავებული მიზეზი. მაგალითად ესენია:
* ძალიან მარილიანი ან დამუშავებული საკვების მიღება
* დიდხანს დგომა ან ჯდომა
* PMS
* ორსულობა
* რომელიმე მედიკაენტის გვერდითი მოვლენა
* სისხლის ცუდი მიმოქცევა
თუ შეშუპებას ზემოთჩამოთვლილი მიზეზები იწვევს, გასწავლით როგორ უნდა უშველოთ მას, მაგრამ თუკი თქვენი შეშუპება ქრონიკულია, აუცილებლად მიმართ ექიმს, ვინაიდან ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს გულის უკმარისობასთან, ღვიძლის ან თირკმლის პრობლემებთან.
ახლა კი გასწავლით თუ როგორ უნდა უშველოთ შეშუპებულ ფეხებს ხალხური მედიცინის მეშვეობით. ის ჯადოსნური მცენარე, რომელიც ამაში დაგეხმარებათ არის ოხრახუში. ცნობილია, რომ თავად ჰიპოკრატე ამ მცენარეს პრაქტიკაში იყენებდა. მოამზადეთ ოხრახუშის ნაყენი შემდეგნაირად:
4 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში ჩაყარეთ 1 ლიტრ მდუღარე წყალში. დაელოდეთ 5 წუთი და გამორთეთ გაზქურა. სვით ნაყენი მთელი დღის განმავლობაში. შედეგი მალე შესამჩნევი გახდება.
გისურვებთ ჯამრთელობას!

image
წყარო: http://intermedia.ge

კომენტარები

სხვა სიახლეები