ვერძი
განახორციელეთ ყველა იდეა, რაც თავში მოგივათ, არ იზარმაცოთ. ჩაეწერეთ უცხო ენების, ხელსაქმისა და ხელოვნების კურსებზე. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.
კურო
წარმატებისა და გამარჯვებისთვის მოემზადეთ. ფორტუნა თქვენ მხარესაა და თუ მოინდომებთ, სასურველს მიაღწევთ. მეგობრებს შეხვედრაზე უარი არ უთხრათ, გართობა და შთაბეჭდილებები გელით.
ტყუპი
მოიმატებს თქვენი კომუნიკაბელურობა. დღეს გავლენიან ადამიანებს დაუმეგობრდებით. თუმცა, ურთიერთობისას თავდაჭერა გმართებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.
კირჩხიბი
მხიარული და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ზოგიერთს ყოფილ შეყვარებულთან ელის შეხვედრა და მასთან რომანტიკული ურთიერთობის აღდგენა.
ლომი
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმამდე გაითვალისწინეთ ახლობლების რჩევები. პირად ცხოვრებაში იდილია დაისადგურებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.
ქალწული
ყველაზე რთული სიტუაციიდანაც კი იპოვით სწორ გამოსავალს. ნუ გაგიკვირდებათ, თუ დღეს რჩევისთვის მოგაკითხავენ. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან. აუსრულეთ პარტნიორს დანაპირები.
სასწორი
პოზიტიური დღე გელით. საღამომდე მოაგვარეთ ყველა საქმე, რათა საღამოს მეგობრებთან ერთად გართობა შეძლოთ. თუმცა, აკონტროლეთ დრო და ალკოჰოლის რაოდენობა.
მორიელი
საქმეებითა და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. ყურადღებით იყავით, რათა არაფერი გამოგრჩეთ. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.
მშვილდოსანი
საინტერესო შეხვედრები და გავლენიანი ადამიანების გაცნობა გელით. შეყვარებულებს – რომანტიკული პაემანი. საყვარელი ადამიანი მოწყენის საშუალებას არ მოგცემთ.
თხის რქა
მშვიდი, წყნარი დღე გელით. საქმიან პარტნიორებთან ერთად განიხილეთ სამომავლო იდეები და მიმდინარე საკითხები. საყვარელი ადამიანი სიურპრიზს გიმზადებთ.
მერწყული
დღეს საუკეთესოს იმსახურებთ და მიიღებთ კიდეც. კოლეგები და უფროსიც კი ყურადღებით გაგანებივრებენ. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.
თევზები
არ იზარმაცოთ და წარმატებას მიაღწევთ საქმეებში. არ გაგიჭირდებათ ახალი პროექტების დაწყება. კოლეგებთან ერთად განიხილეთ მიმდინარე საკითხები. საღამოს დაისვენეთ.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge