„ორი თვეა, რაც ამ წიგნებს უშედეგოდ ვჩალიჩობ“ – გუკა რჩეულიშვილი მეგობრებს დახმარებას სთხოვს

 გუკა რჩეულიშვილი, რომელიც „ცენტრ-პოინტის“ საქმეზე პატიმრობაში იმყოფება, ფეისბუქის პირად გვერდზე სტატუს აქვეყნებს. როგორც რჩეულიშვილი აღნიშნავს, ორი თვეა უშედეგოდ ცდილობს რამდენიმე წიგნის მოძიებას. რჩეულიშვილი მეგობრებს დახმარების თხოვნით მიმართავს.
„სალამი მეგობრებო, მართალი რომ გითხრათ, ესეთი პოსტები არ მიყვარს ,მაგრამ გასაგები მიზეზების გამო შეზღუდული მაქვს წვდომა საგნებთან ამიტომ თქვენი დახმარება ძალიან მჭირდება. ორი თვეა, რაც ამ წიგნებს უშედეგოდ ვჩალიჩობ და იქნებ თვენ დამეხმაროთ! სამი წიგნი მჭირდება ჯაბა იოსელიანის “ლიმონათის ქვეყანა”,თომას მანის “Святой грешник” რუსულად და ბერტრან რასელის ‘Rouds to freedom” ინგლისურად, ქართულად, ან რუსულად სულერთია! წინასწარ გიხდით მადლობას ! იქნებ აქვე მომწეროთ! სალამ-ათ მეგობრებო.inshallah“, -აღნიშნულია რჩეულიშვილის ფეისბუქგვერდზე.

კომენტარები

სხვა სიახლეები