“სექსი პოლიტიკური საკითხია” – შვედეთში მოსახლეობის სექსუალურ ცხოვრებას იკვლევენ

 შვედეთში ოფიციალურად დაიწყეს ქვეყნის მოსახლეობის სექსუალური ცხოვრებისა და ჩვეულებების შესწავლა. კვლევა 3 წელი გაგრძელდება.
ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი გაბრიელ ვიკსტრემი აცხადებს, რომ მოსახლეობის სექსუალური ჯანმრთელობის პოლიტიკა უნდა ეფუძნებოდეს არა მარტო პრობლემებს, არამედ იმ ფაქტს, რომ სექსი ადამიანს სიამოვნებას ანიჭებს.
შვედური მედიის გამოკითხვების მიხედვით, ქვეყნის მოსახლეობა წინა ათწლეულთან შედარებით, ნაკლებადაა დაკავებული სექსით. მინისტრს მიაჩნია, რომ ეს საკითხიც აუცილებლად შესასწავლია, უნდა დადგინდეს რამდენად შეესაბამება ეს სიმართლეს და რა არის ამის მიზეზი.
“პარადოქსი ის არის, რომ ერთი შეხედვით ჩვენი საზოგადოება მთლიანად გაჯერებულია სექსით – შეხედეთ რეკლამებს, სოციალურ ქსელებს, ფილმებს და მეორეს მხრივ, მოსახლეობის დიდ ნაწილში სექსი ჯერ კიდევ სასირცხვილო თემაა. ჩვენ ფოკუსირებას მხოლოდ სექსუალურ დაავადებებზე, ორსულობაზე, გაუპატიურებებზე ვახდენთ, არაფერს ვამბობთ სექსის დადებით მხარეებზე. ყველაფერ ამას ჯანდაცვის არასწორ პოლიტიკამდე მივყავართ.დიახ, სექსი ეს მარტო პირადი საქმე არაა, ეს ეროვნული ჯანდაცვის საქმეა, ეს პოლიტიკური საკითხია,” – აცხადებს მინისტრი.

წყარო:http://dainteresdit.ge GE

კომენტარები

სხვა სიახლეები