ტელეკომპანია “ABC” დრამატულ ვიდეოს ავრცელებს, რომელიც აშშ-ის იუტას შტატში, ერთ-ერთ ავტომაგისტრალზეა გადაღებული.
ვიდეო ავტომობილის ვიდეორეგისტრატორმა გადაიღო. მასზე ჩანს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი თოვლის საწმენდი მანქანა, რომელსაც დიდი სიჩქარით მოძრავი ტრაილერი მარჯვნიდან ასწრებს. იმის გამო, რომ გზა საკმაოდ ვიწროა, სატვირთო თოვლის საწმენდ მანქანას ეჯახება, ის მართვას კარგავს, საპირისპირო მხარეს გადადის და ხრამში იჩეხება.
როგორც თვითმხილველები წერენ, თოვლის საწმენდმა მანქანამ დაახლოებით 100 მეტრი ისრიალა და შემდეგ ხრამში ჩავარდა. მისი მძღოლი სასწაულებრივად გადარჩა, თან ისე, რომ სხეულის დაზიანება პრაქტიკულად არ მიუღია.
პოლიციის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევაში ტრაილერის მძღოლია დამნაშავე, რომელმაც, წესების დარღვევით, მარჯვენა მხრიდან მაღალი სიჩქარით მოძრაობისას თოვლის საწმენდი ავტომობილის გასწრება სცადა.
https://www.youtube.com/watch?v=r6r-C9bHwPQ