Noel(2004) – საშობაოდ 5 უცნობი შემთხვევით ხვდება ერთმანეთს ნიუ-იორკში. (სუზან სარანდონი, პენელოპა კრუზი, პოლ ვოლკერი, ალან არკინი და მარკუს ტომასი).
White Christmas (1954) – 5 პერფორმერი საშობაოდ ჩადის კოლუმბიაში, სადაც თოვლის ნასახიც არ არის, თავიანთი მუსიკალური პერფორმანსით მოუწოდებენ ხალხს, ესტუმრონ ვერმონტს. ბინგ კროსბი, დანი კეინი, როზმარი კლუნი და ვერა ელენი არიან ფილმის ვარსკვლავები. მუსიკის შემქმნელია ლეგენდარული ,,Irving Berlin”.
Ernest Saves Christmas (1988) – მიყევით ჯიმ ვერნის კლასიკურ გმირს, ერნესტ ვორელს, რომელიც სარისკო ნაბიჯზე მიდის, რათა შეცვალოს ასაკოვანი და გულმავიწყი სანტა.
Scrooged (1988) – ჩარლს დიკენსის ,,საშობაო ზღაპრის“ თანამედროვე ვერსია. ბილ მური თამაშობს ტელეწამყვანს, რომელსაც მუდმივად აშინებენ მოჩვენებები. ფილმში ასევე თამაშობენ: კარენ ალენი, ჯონ ფორსიტი, კეროლ კეინი და მაიკლ პოლარდი.
Miracle On 34th Street (1994) – როცა კრის კინგლი კოლის სუპერმარკეტში ჯაშუშობს, სანტა კლაუსი ნასვამია, რაც კანონის დარღვევაა. მაღაზია ირჩევს კრისს წმინდა ნიკის მხარდასაჭერად, სანამ არ ჩნდება საჭიროება, რომ სანტა კლაუსი გახდეს.
You’ve got mail (1998) -ქეთლინ კელი ( მეგ რაიანი) და ჯო ფოქსი (ტომ ჰენკსი) ხვდებიან ანონიმურ გასაცნობ ოთახში და ერთი ნახვით უყვარდებათ ერთმანეთი. ამის მიღმა ისინი მეტოქეები არიან ბიზნესში, საქმე რთულად მიდის, როცა ქეთლინი ხვდება, რომ მისი ბიზნესი იძირება, ფოქსის კი ყვავის.
Serendipity (2001) – ჯონათანი და სარა ბლუმინგდეილსში ხვდებიან ერთმანეთს, ორივე საშობაოდ ერთი და იმავე ნივთის საყიდლად აღმოჩნდა. ისინი მაშინვე იგრძნობენ მიზიდულობას. ღირს ეს სიყვარული, რომ შანსი მისცენ?
Love actually (2003) – შობა ლონდონში, სადაც უამრავ ადამიანს შეხვდებით, მათ შორის, რთულ ნსასიყვარულო სამკუთხედს. ფილმში თამაშობენ: ჰიუ გრანტი ლიამ ნისონი, კოლინ ფირტი, ლაურა ლინი, ემა ტომპსონი, ალან რიკმანი და კირა ნაითლი.
Christmas With The Kranks (2004) – რა ხდება, როცა სამეზობლოში ყველაზე მხიარული ოჯახი გადაწყვეტს, გამოტოვოს შობა? მასობრივი ქაოსი, აი, რა. ფილმი დაფუძნებულია ჯონ გრიშემის ნოველაზე ,,skipping christmas”.
Just friends (2005) – ერთ დროს მსუქანი ბიჭი (რაიან რეინოლდსი) ბრუნდება მშობლიურ ქალაქში საშობაოდ გამხდარი და თავდაჯერებული, იწყებს არშიყობას გოგოსთან, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მოსწონდა.
Happy Christmas (2014) – თავზეხელაღებული ახალგაზრდა გადადის თავის უფროს ძმასთან და მის ცოლთან საცხოვრებლად ჩიკაგოში, სრულიად იცვლება მათი ცხოვრების სტილი.
A Very Murray Christmas (2015) – ბილ მური იღვიძებს და ხვდება რომ შტორმმა მისი სტუმრები გააქრო, ეს იწვევს ქაოსს, თუმცა საშობაო სიმღერებით და ცეკვით ყველაფერი თავის ადგილზე დგება.