ვერძი
კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. თქვენი საქმიანოთ შეიძლება გავლენიანი ადამიანები დაინტერესდნენ. განტვირთვას შოპინგით მოახერხებთ.
კურო
პოზიტიური დღე გელით. ყველაზე რთულ საქმეებსაც კი, რომლებსაც დღეს დაგავალებენ, ადვილად გაუმკლავდებით. წარმატება გელით პირად ურთიერთობაშიც. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.
ტყუპი
ენერგიული ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. თუმცა, რომანტიკასაც ნუ დაივიწყებთ. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ, ან მეგობრებს შეხვდით.
კირჩხიბი
კარგი დღეა ბინის მოსაწყობად, მცირე რემონტისთვის და ავეჯის გადასაადგილებლად. საღამოს შინ ვახშამი გამართეთ, ოჯახის წევრებთან ერთად ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეებისა და საყიდლების სია.
ლომი
წარმატებული დღე გელით. გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. პარტიორებისგან ახალ საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ პაემანს გიმზადებთ.
ქალწული
ფორტუნა სასიამოვნო მომენტებით გაგანებივრებთ. საქმიან სფეროში იყავით მეტად აქტიური და ენერგიული. საყვარელი ადამიანი თქვენგან მეტ სიყვარულს იმსახურებს.
სასწორი
წარმატებული დღე გელით. საშუალება მოგეცემათ მეტად გამოაჩინოთ პროფესიონალიზმი. დღის მეორე ნახევარი ბავშვებთან ერთად გაატარეთ. დაეხმარეთ მათ შემოქმედებითი ნიჭის გამოვლენაში.
მორიელი
კარგი დღე გელით, თუ თავად იქნებით აქტიური და მეტად ამოქმედდებით. ინიციატივა გამოავლინეთ ყველა საქმეში, მათ შორის პირად ცხოვრებაში; საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაანებივრეთ.
მშვილდოსანი
დილიდან დადებითი განწყობა შეიქმენით. უფროსთან ურთიერთობისა იყავით მომთმენი; მშვიდად მოისმინეთ რჩევები, კრიტიკა და ეცადეთ, გამოიყენოთ ისინი.
თხის რქა
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. ვარსკვლავები ნებისმიერ საქმეში წარმატებას გპირდებიან, თამამად იმოქმედეთ. სასიამოვნო ცვლილება გელით პირად ცხოვრებაში.
მერწყული
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. სამსახურის საქმეები კოლეგებს, ხოლო საოჯახო – ნათესავებს გადაუნაწილეთ. ფული მოზომილად ხარჯეთ.
თევზები
დილა გემრიელი საუზმით, მსუბუქი ვარჯიშით დაიწყეთ და ძალამოკრებილი შეუდექით ვალდებულებების მოგვარებას. ყველა საქმეს ადვილად გაართმევთ თავს.
წყარო: http://astrologi.ambebi.ge