საახალწლო გლინტვეინი

 ინგრედიენტები:
წითელი ღვინო – 750 მლ,
შაქარი – 60 გრ,
დარიჩინის ჩხირი – 1 ცალი,
მუსკატის კაკალი – გემოვნებით,
დაფნის ფოთოლი – 1 ცალი,
ფორთოხალი – 1 ცალი,
ჯინი – 60 მლ.
მომზადების წესი: ქვაბში ღვინო, შაქარი, დარიჩინი, კაკალი, შუაზე დაჭრილი ფორთოხალი და დაფნის ფოთოლი მოვათავსოთ. დაბალ ცეცხლზე დავდგათ , კარგად ვურიოთ სანამ შაქარი არ დადნება. შემდეგ გადმოვდგათ ცეცხლიდან და ჯინი დავუმატოთ. ბოლოს ჭიქაში ჩამოვასხათ და ფორთოხლითა და დარიჩინის ჩხირით გავაფორმოთ.

კომენტარები

სხვა სიახლეები