რომელია 5 ყველაზე ძვირადღირებული ძაღლის ჯიში საქართველოში? – ამის გასარკვევად კინოლოგიური ფედერაციის პრეზიდენტ გია გიორგაძემ ისაუბრა.
გია გიორგაძე:
საქართველოში ძაღლი ძვირი არ ღირს, რამდენადაც ქართველი ადამიანი არ აქცევს ყურადღებას ხარისხს. კანონი ძაღლის შესახებ საქართველოში არ გვაქვს. რამდენი წელია ვცდილობ, იყოს ყველა ძაღლი აღრიცხული, მე ვღრიცხავ, მაგრამ მე არ მაქვს ბერკეტი, აღურიცხავ ძაღლის მეპატრონესთან დაკავშირებით. ძაღლის სიძვირე იმით განისაზღვრება, მის წინაპრებს რა დამსახურება აქვთ საერთაშორისო გამოფენებზე მიღებული.
ძაღლი შეიძლება, კარგი იყოს და გაიზარდოს ცუდი, რადგან ჩვენ ლეკვს ვყიდულობთ და არა ძაღლს. ჩვენთან ძაღლები 300$-500$ ღირს, ეს არ არის საერთაშორისო ფასები. ამ პირობებში, სადაც ქვეყანაში ძაღლს ფასი არ აქვს, ვეცდები, გამოვყო ხუთი უმაღლესი ხარისხის ძაღლი. ისინი იმ ქვეყნებში, სადაც ძაღლს ფასი აქვს, ბევრად მეტი ღირს.
გერმანული ნაგაზი 800$-1000$
სამძებრო ტიპის ძაღლი, კარგად აქვს განვითარებული ყნოსვა. მას აუცილებლად უნდა ასწავლო რაღაც, თორემ თანდაყოლილი არაფერი აქვს.
კავკასიური ნაგაზი 500$-700$
გამოირჩევა თავისი ჭკუით, რომელსაც იყენებენ ფარის დაცვაში.
კანეკორსო 900$-1000$
თანდაყოლილი წეს-ჩვეულება აქვს. ახასიათებს პატრონის და ტერიტორიის დაცვა. საკუთრების დამცველი ძაღლია, საყარაულო ძაღლი.
იორკშირული ტერიერი
900$-1000$
იორკშირული ტერიერი და შპიცი, ძირითადად დეკორაციის ფუნქციას ასრულებს. საზღვარგარეთ მიღებულია, რომ რა ძაღლიც ყავს, ისეთი ტიპის არის პატრონიც.
შპიცი 1000$
ეს სახლის ძაღლია, რომელსაც დეკორაციისთვის იყენებენ.